მოუსმინე ამ სტატიის აუდიო ვერსიას

5 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ

5 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა რომელსაც რეკლამის განმთავსებლები უშვებენ

შეცდომა #1: არაფრის ტესტირება ან ძალიან ბევრი რამის ტესტირება ერთდროულად 

A/B ტესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სამწუხაროა, რომ ეს ბევრ ადამიანს არ ესმის. ტესტირების შედეგად შენ შეგიძლია იპოვო საუკეთესო პერფორმირებადი: ვიზუალი, აუდიტორია, რეკლამის განთავსების ადგილი, ასაკობრივი სეგმენტი, რეკლამის მესიჯი და სხვა.

თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც A/B ტესტირებას აკეთებენ, მაგრამ შეცდომას უშვებენ, როდესაც ისინი ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ცვლადებს ადარებენ. 

არ დაუშვათ იგივე შეცდომა თქვენც! თქვენ ვერასდროს გაიგებთ რამ იმუშავა რეკლამაში, როდესაც ერთროულად ტესტავთ: აუდიტორიას, ვიზუალს და მესიჯს. როგორ უნდა გაიგოთ ამ 3-დან რომელმა მოახდინა ზეგავლენა რეკლამის წარმატებაზე? ამის გაგება კარგ Data ანალიტიკოსსაც კი გაუჭირდება.

თქვენი აზრით ამ რეკლამებიდან რომელი Shopify-ის რეკლამა იმუშავებს საუკეთესოდ, როგორ ფიქრობთ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს წვდომა Shopify-ის რეკლამის მენეჯერთან ტესტის შედეგების გამოსავლენად, შეგვიძლია გამოვიცნოთ, რომ Shopify ატარებდა A/B ტესტს საუკეთესო შედეგიანი რეკლამის გამოსახულების აღმოსაჩენად.

Shopify-ს რომ აერჩია მხოლოდ ერთი სურათი რეკლამისთვის, Shopify-ის გუნდი ვერასოდეს გაიგებდა, იყო თუ არა ეს საუკეთესო ვარიანტი კონვერტაციისთვის.

როდესაც არ ხართ დარწმუნებული, რომელი სამიზნე აუდიტორია, რეკლამის მესიჯი ან რეკლამის სურათი გამოიყენოთ, შეამოწმეთ მრავალი ვარიაცია და თვალყური ადევნეთ შედეგებს. როდესაც საკმარისი შედეგი გექნებათ, რომ ნახოთ რომელი ვერსია საუკეთესოდ მუშაობს, გამოიყენეთ ეს რეკლამა და გააუქმეთ დანარჩენი.

შეცდომა #2: არასწორი რეკლამის დანიშნულებების გამოყენება

პირველი ნაბიჯი ნებისმიერი წარმატებული კამპანიის მისაღწევად, პირდაპირკავშირშია იმასთან, რომ გქონდეთ თვლადი დანიშნულებები და კონკრეტული მიზნები

თქვენი მიზნის მკაფიოდ განსაზღვრა დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიის შემუშავებაში.

მკაფიო, გაზომვადი მიზანი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კამპანიისთვის წარმატებისათვის. უნდა იცოდეთ რა არის თქვენი სარეკლამო მიზანი:

  • გაზარდოს ვებსაიტის ვიზიტორების რაოდენობა?
  • დააგენერიროთ მეტი ლიდი?
  • გააკეთეთ ერთჯერადი აქცია კონკრეტული პროდუქტის მყისიერი გაყიდვისთვის?

თქვენი მიზნების ცოდნა კამპანიის დაწყებამდე დაგეხმარებათ ზუსტად გაზომოთ, მიიღებთ თუ არა სასურველ შედეგებს. და თუ ყველაფერი ისე არ მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო, შეგიძლიათ გადაწყვიტოთ შეაჩეროთ ან შეცვალოთ თქვენი კამპანიის პარამეტრები, იმ მიზნით, რომ თუ კამპანია დასახულ მიზნებს ვერ ასრულებს უაზროდ თანხა არ დახარჯოთ.

როგორ განვსაზღვროთ ბიზნეს დანიშნულებები და მიზნები

  • შექმენით სამოქმედო გეგმა: სამოქმედო გეგმა ან სტრატეგია უნდა შედგეს მიზნების დასახვის პარალელურად. მხოლოდ მიზნებს ნუ დასახავთ, ასევე მოამზადეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს იმ პროცესს, რომლის განხორციელებაც გსურთ მათ მისაღწევად.
  • KPI-ების დანიშვნა: KPI-ის (Key Performance Indicator) მუდმივი თვალყურის დევნა დაგეხმარებათ კამპანიის ოპტიმიზაციაში მაქსიმალური შემოსავლის მისაღებად.

შეცდომა #3: რეკლამების გაშვება მონიტორინგის გარეშე

მონიტორინგი გარეშე რეკლამის გაშვება მესამე ყველაზე დიდი შეცდომაა, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები უშვებენ.

თუ თქვენ შექმნით კამპანიას და ნებას დართავთ, რომ მანდ დამოუკიდებლად იმუშაოს, დროთა განმავლობაში მისი ეფექტურობა შემცირდება იმის გამო, რომ რეკლამა შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს ერთი და იგივე აუდიტორიისათვის. ციფრულ მარკეტინგში ეს პროცესი ცნობილია როგორც რეკლამისგან დაღლილობა  (Ad Fatigue) . რეკლამისგან დაღლილობა არის პრობლემა, რომელიც გავლენას მოახდენს Facebook-ის ყველაზე წარმატებულ სარეკლამო კამპანიებზეც კი.

ეს ხდება მაშინ, როდესაც თქვენი რეკლამის სიხშირე ერთსა და იმავე აუდიტორიაზე ძალიან მაღალია. როდესაც, თქვენი სამიზნე აუდიტორია არაერთხელ ხედავს ერთსა და იმავე რეკლამას კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათქმაუნდა ისინი ნაკლებად რეაქტიულები იქმენიან რეკლამის მიმართ. ეს ყველაფერი იწვევს თქვენი სარეკლამო კამპანიიდან შემოსავლების შემცირებას.

graph of Facebook ad fatigue

Facebook რეკლამიდან სტაბილური შედეგების შენარჩუნების გასაღები არის თქვენი კამპანიების მუდმივი ანალიზი.

როდესაც თქვენ ამოწმებთ თქვენი რეკლამის პროგრესს, ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მეტრიკა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ და აკონტროლოთ:

  • რეკლამის სიხშირე (Frequency)
  • დაწკაპუნებების კოეფიციენტი (CTR)
  • კონვერტაციის კოეფიციენტი (CVR)
  • გენერირებული ლიდერების რაოდენობა (Leads)
  • რა ჯდება 1000 ჩვენება (CPM)
  • კამპანიის დანიშნულების საშუალო კოეფიციენტი (Cost Per Result) 

თქვენი რეკლამის რეგულარული მონიტორინგი დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ რა დროს არის ცვლილებების შეტანა საჭირო რეკლამის შედეგების ნორმალურ დონეზე დასაყვანად.

შეცდომა #4: ეფექტური ღირებულების არ შეთავაზება

როდესაც საქმე ეხება მარკეტინგს, თქვენი ღირებულების შეთავაზება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. მისი უგულებელყოფა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი კამპანიისთვის.

სწორედ ღირებულებების შეთავაზება არის ის, რაც დაარწმუნებს ხალხს თქვენთან ბიზნესის კეთებაში ან თქვენი პროდუქტის გამოყენებაში, ნაცვლად კონკურენტისა. ეს თავიდანვე ნათლად აჩვენებს, თუ რა სარგებელი შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ.

სამწუხაროდ, ბევრ ფეისბუქის სარეკლამო კამპანიაში, ბიზნესები არ იწუხებენ თავს თავიანთი ღირებულებების ჩვენებაში ან ზოგმა საერთოდ არც იცის რა არის ეს.

მკაფიო მნიშვნელობის ღირებულების შეთავაზებისათვის საჭიროა: 

  • აღწეროთ უნიკალური უპირატესობები ან შედეგები, რომლებსაც მომხმარებელი მიიღებს თქვენს ვებ გვერდზე გადასვლით.
  • გამოიყენოთ შესაბამისი ვიზუალური სურათები, მაგალითად, კმაყოფილი მომხმარებელი თქვენი პროდუქტის გამოყენებით.
  • დაწერეთ ლაკონური ქოფი, რომელიც ადვილად გასაგებია და საუბრობს იმ უპირატესობებზე და პრობლემის გადაჭრებზე, რაც თქვენს პროდუქტს გააჩნია

Monday.com-ის რეკლამები გვთავაზობს დიდი ღირებულების შეთავაზებებს, ისინი წყვეტენ სერიოზულ პრობლემებს და ეს აშკარად ჩანს მათ რეკლამებში.

შეცდომა #5: კონტენტის არ არსებობა

ფეისბუქის პლატფორმაზე რეკლამების განთავსება, უპირველეს ყოვლისა, მეტის გაყიდვის საშუალებაა, მაგრამ არავის მოსწონს ბრენდი, რომელიც მუდმივად უბიძგებს მისი პროდუქტისაკენ.

მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ინვესტიციას ახორციელებთ ფასიან რეკლამაში, ეს არ ნიშნავს რომ ის მხოლოდ თქვენი პროდუქციის გაყიდვებზე უნდა იყოს ორიენტირებული.

პირიქით თქვენ უნდა ცდილობდეთ კონტენტის საშუალებით მოიზიდოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და შემდეგ შეთავაზოთ მათ პროდუქტი

ეცადეთ შექმნათ კონტენტი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს მიაწვდის თქვენს აუდიტორიას შექმენით: გაიდები, ვიდეო გაკვეთილები, მასტერკლასები, ქეის სთადები, უფასო საცდელი ვერსიები, უფასო ელ. წიგნები და ა.შ. და შემდეგ ის აუდიტორია, რომელიც ამ კონტენტზე რეაგირებას მოახდეს შესთავაზეთ მათ თქვენი საუკეთესო პროდუქტი.

მოკლედ, გამოიყენეთ თქვენი რეკლამები აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად, უბრალოდ არ გაყიდოთ პროდუქტი.