დღესდღეობით ბევრი ადამიანი იყენებს Facebook Ads-ის პლატფორმას იმისათვის, რომ გაზარდოს კომპანიის გაყიდვები და აამაღლოს ცნობადობა მის მიზნობრივ აუდიტორიაში. თუმცა ბევრი ადამიანი არასწორად იყენებს დღევანდელი ციფრული სამყაროს ეფექტურ შესაძლებლობებს.

მათ არ იციან სწორი რეკლამის დანიშნულებისა და აუდიტორიის განსაზღვრა Facebook Business Suite-ში, არ იციან და არ ტესტავენ აიდიტორიებსა და ვიზუალებს, არ აკვირდებიან რეკლამის შედეგებს და არ ახდენენ მონაცემების ანალიზს.

ზოგი კომპანიის დამსაქმებელი საერთოდ ამ მხრივ ხარჯებსაც კი ზოგავს და აყავს თავის კომპანიაში გამოუცდელი სოციალური მედია მენეჯერი, რომელმაც “Boost Now” ღილაკის გამოყენების გარდა არაფერი იცის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიას უფრო დიდ ზარალს მოუტანს, სარეკლამო ბიუჯეტის არაეფექტურად გამოყენებისათვის.

დღეს მე გასწავლით 5 ეფექტურ გზას თუ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი რეკლამის შედეგები Facebook-ში.

ამ სტატიაში თქვენ შეისწავლით თუ როგორ:

  • გაზარდეთ თქვენი რეკლამებზე საშუალო დაჭერის პროცენტული მაჩვენებლები (CTR)
  • შეამციროთ თქვენი სარეკლამო კამპანიის დაჭერის ღირებულება (CPC)
  • გაზარდეთ თქვენი გაყიდვების შედეგები რეკლამის ბიუჯეტის გაზრდის გარეშე (ROAS)

თუ გსურთ მიაღწიოთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყველა წევრს და გადაუსწროთ თქვენს კონკურენტებს, თქვენ მოგიწევთ დიდი რესურსის ჩადება ამ საქმეში, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ეს დრო და ძალისხმევა საცდელად ნამდვილად ღირს.

გაინტერესებთ რა არის ეს 5 ძლიერი Facebook რეკლამის ოპტიმიზაციის ხრიკი, რომელზეც ვსაუბრობ?

წაიკითხეთ ქვემოთ და გაიგეთ!

1. ყოველთვის ჩაატარე A/B ტესტირება სანამ რეკლამას მთლიან ბიუჯეტზე გაუშვებ

Facebook რეკლამის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია იმის გარკვევა, თუ რა მუშაობს და რა არა.

არ არსებობს იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე ჩაატარო Facebook A / B სწრაფი ტესტირება, იმისათვის, რომ იპოვო საუკეთესო რეკლამის ვიზუალი, მესიჯი, აუდიტორია ან განთავსების ადგილი.

მაგალითად, ჩვენს სააგენტოში რეგულარულად ვამოწმებთ რეკლამის სხვადასხვა დიზაინს და შემდგომ მცირე ბიუტეტზე ვაჯიბრებთ ამ 2 ან მეტ ვიზუალს ერთამანეთს.

A/B ტესტირება

A/B ტესტირების დასრულების შემდეგ კი, ვაანალიზებთ შედეგბს და Top Performing რეკლამას ვუშვებთ დარჩენილ ბიუჯეტზე. ეცადეთ ტესტირებისთვის 10-20% გამოყოთ მთლიანი სარეკლამო ბიუჯეტის.

2. მიუთითე სწორი რეკლამის დანიშნულება

კამპანიის რეკლამირების მიზანი Facebook-ს ეუბნება რა არის თქვენი მთავარი მიზანი და ეხმარება მის ალგორითმებს, რომ რეკლამა ოპტიმიზირდეს ისე, რომ მიაღწიოს თქვენთვის სასურველ შედეგებს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, თქვენ Facebook-ს ეუბნებით, თუ რა გინდათ რეკლამისგან ის კიდე თავისი ჭვკიანი სისტემით ამას აკეთებს.

მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ სწორი Facebook სარეკლამო მიზანი კამპანიის შექმნის პროცესში, რადგან ეს განსაზღვრავს თქვენი რეკლამების მიწოდებას და შედეგის ღირებულებას.

თუ გინდა, რომ მეტი გაიგო კამპანიის შედეგების მისაღებად ჩამოტვირთე ჩემი უფასო PDF ფაილი, სადაც დეტალურად მაქვს განხილული თითოეული კამპანიის დანიშნულება.

Facebook რეკლამის დანიშნულებები

3. ამოწმე შენი რეკლამის შედეგები

ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც რეკლამა ზედმეტად მოსაბეზრებელი ხდება აუდიტორიისათვის, რადგან მათ ბევრჯერ უკვე ნახეს თქვენი კომპანიის რეკლამა, ეს და სხვა მრავალი, რამ შეიძლება იყოს დროის მანძილზე თქვენი რეკლამის ეფექტურობის შემცირების მთავარი მიზეზი.

Facebook რეკლამის შედეგების ანალიზი

სამწუხაროდ, ბევრი ციფრული მარკეტერი ამ მეტრიკებს არ აქცევს ყურადღებას და საბოლოოდ ხდება ის, რომ რეკლამის შედეგიანობის საშუალო მაჩვენებელი იზრდება, ეცემა რეკლამის პერფორმანსი და ყოველწამს უფრო და უფრო გიძვირდება რეკლამა Facebook-ში, რადგან მას არ უყვარს ისეთი რეკლამები, რითაც ხალხი არ ან აღარ ინტერესებდა, ამიტომ ცდილობს მოსაბეზრებელ რეკლამის ჩვენების სანაცვლოდ დიდი თანხა მოგთხოვონ.

4. განსაზღვრე და გაანალიზე შენი სამიზნე აუდიტორიის ინტერესები

რეკლამის დანიშნულებას სწორად მითითების გარდა აუცილებელია, ვიცოდეთ ჩვენი სამიზნე აუდიტორიების ინტერესები და მათი ონლაინ ქცევები. ამისათვის Facebook-ს აქვს უფასო პლატფორმა Audience Insights, რომელიც გაძლევს საშუალებას ინტერესების მიხედვით ნახო, შენი აუდიტორიის მოწონებული გვერდები, დემოგრაფიული და ლოკაციური მდებარეობები, სამუშაო სფეროები და ონლაინ ქცევები.

Audience Insights

5. განათავსე რეკლამა სწორ ადგილას

Facebook- ზე რეკლამირებისას, თქვენი რეკლამირების განთავსება დიდ გავლენას ახდენს რეკლამის ხარჯებზე.

იმდენად, რომ ჩვენი სააგენტოს მონაცემების მიხედვით, CPA (Cost Per Action) შეიძლება განსხვავდებოდეს 55%-ით მეტი, ეს დამოკიდებულია რეკლამის სხვადასხვა სარეკლამო ადგილზე განთავსებაზე.

Placement-ის ანალიზი

ამიტომ ეცადეთ ყოველთვის გაანალიზოთ შედეგები და ამოარჩიოთ თქვენი კომპანიისათვის ყველაზე ეფექტური რეკლამის განთავსების ადგილი ან პლატფორმა.

მას შემდეგ რაც აღმოაჩინეთ თქვენი ყველაზე მაღალრეიტინგული სარეკლამო ადგილების განთავსებას, გაზარდეთ ბიუჯეტი თქვენს Top Performing Placement-ებზე.

დასკვნა

Facebook რეკლამის ოპტიმიზაცია არის ცდისა და შეცდომის უწყვეტი პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი, ნამდვილად ღირს დრო და ძალისხმევა, რადგან Facebook რეკლამები კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ახალი მომხმარებლების მისაღებად.

ამ სტატიაში აღწერილი Facebook რეკლამების ოპტიმიზაციის ხრიკების გამოყენება დაგეხმარებათ რეკლამირების შედეგების გაზრდაში სარეკლამო ბიუჯეტის გაზრდის გარეშე.

რაიმე ხრიკი გსურთ დაამატოთ ამ სიას? დატოვეთ კომენტარი!