ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, ულტრა-ჭკვიანი ალგორითმი და უამრავი კრეატიული გვერდები, ინსტაგრამი უდაოდ კონკურენტუნარიანი ადგილი არის იმისათვის, რომ გაზრდოთ თქვენი გამომწერების რაოდენობა სხვა კონკურენტებთან მიმართებაში.
საბედნიეროდ, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ გავხადოთ თქვენი ბიზნესი გამორჩეული – ასე რომ წაიკითხეთ სტატია და გაეცანით იმ 5 ხრიკს, რაც დაეხმარება თქვენს ინსტაგრამ გვერდს გაზარდოს გამომწერთა რაოდენობა.
# 1: გამოიყენეთ Instagram Reels
თუ თქვენ არ იყენებთ Instagram Reels-ს 2021 წელს, შეიძლება დაკარგოთ უზარმაზარი შესაძლებლობა თქვენი ბიზნესისთვის! Reels, ინსტაგრამის უახლესი ვიდეო ფუნქცია, რომელიც ახალი მთავარი სანავიგაციო ზოლის ცენტრალურ ნაწილში დგას.
როდესაც ინსტაგრამმა დაამატა Instagram Reels-ი მათ ის ინსტაგრამის სათავეში მოაქციეს, რომ მომხმარებლებმა უფრო ხშირად დაათვალიერონ და გაზიარონ Reels-ები 2021 წელს. Reels შეგიძლიათ იხილოთ ცალკეულ სექციაში Instagram-ის პროფილების გვერდზე (ასევე Instagram Explore– ზე).

TikTok– ის ვიდეოების მსგავსად, Instagram Reels-ს აქვს შანსი, რომ თქვენი ვიდეო მილიონობით ადამიანს მიწვდეს. მომხმარებლები არა მხოლოდ იმ პროფილის მიერ გამოქვეყნებულ Reels-ებს ხედავენ, რომლებიც გამოწერილი ყავთ, არამედ Reels-ებს, რომლებიც ინტერესების საფუძველზე ხვდება მომხმარებლის Feed-ზე, რაც ნამდვილად თამაშის შემცვლელია.
ეცადეთ Reels-ში გამოიყენოთ Caption-ები მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. ასევე ბოლო განახლებაში ინსტაგრამ ალგორითმი უპირატესობას ანიჭებს, ორიგინალურად Reels-ში შექმნილ ვიდეოს და არა ტიკტოკიდან გადმოწერილ უხარისხო ვიდეობს. შემქმენელბმა დაადასტურეს, რომ ალგორითმი აღიქვამს TikTok-ის ლოგოს და ცდილობს ნაკლებ ადამიანს მიაწვდინოს მსგავსი ტიპის კონტენტი, ამიტომ თავი აარიდეთ თქვენი ტიკტოკიდან პირდპირ გადმოწერილ ვიდეობის ატვირთვას Reels-ში.
# 2: იმუშავეთ მიკრო-ინფლუენსერებთან
თუ თქვენ ცდილობთ ახალი აუდიტორიის მოზიდვას 2021 წელს, მიკრო ინფლუენსერებთან მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ამისთვის. მაკერლის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, მიკრო ინფლუენსერები – 3000-დან და 20000-ას მიმდევრებამდე – გთავაზობთ ჩართულობის (Engagement) და მიწვდომის (Reach) საუკეთესო კომბინაციას.
-min.png)
მიკრო ინფლუენსერებს აქვთ უფრო მეტი ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ხშირად არ ასპონსორებენ და მათ გამომწერებთაც არ აქვთ მოლოდინი, რომ პროდუქტი ან სერვისი დასპონსურებელია.
# 3: დაწერეთ დიდი აღწერები პოსტზე
გრძელი აღწერები 2021 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა ინსტაგრამ ალგორითმში – განახლებული Instagram საძიებო სისტემისათვის აუცილებელია გქონდეთ მსუყე აღწერა, რომელიც შეიცავს ბევრ საკვანძო სიტყვებს.
იხილეთ მაგალითი:
ინსტაგრამი ადრე მხოლოდ ვიზუალის მიხედვით არჩევდა პოსტების პოპულარულობას – თუმცა დღეს მიმზიდველ და ესთეტიურ ვიუზლთან ერთად უცილებელი გახდა პოსტზე დიდი აღწერების განთავსება.
# 4: კოლაბორაცია გააკეთეთ სხვა ბრენდებთან
თანამოაზრე ბიზნესებისა და ბრენდების თანამშრომლობა თქვენს პროფილს გააცნობს ახალ და ჩართულ აუდიტორიას და გაზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას.
მომხმარებლებს მოსწონთ, როდესაც ორი საინტერესო ბრენდი 1 მიზნისთვის ერთიანდება და უშვებენ ერთობლივ პროდუქტს ან სერვისს, ამიტომ ეცადეთ ნახოთ თქვენს სფეროში მოღვაწე მსგავსი აუდიტორიის მქონდე ბრენდი და დაიწყოთ მასთან მოლაპარაკებები.
გარდა ამისა, ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები არ უნდა იყოს რთული და ძვირადღირებული! რაც მთავარია, კოლაბორაციამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ ურთიერთ სასარგებლო პარტნიორობა, რომელიც სარგებელს მოუტანს თქვენს ორივე აუდიტორიას.
# 5: შექმენით ინსტაგრამის ფილტრი
კიდევ ერთი საინტერესო გზა Follow-ერების გასაზრდელად, არის ინსტაგრამის ფილტრის შექმნა. ფილტრების მოთხოვნა ინსტაგრამ მომხმარებლებში დღითიდღე იზრდება, ფილტრის შექმნა კი ძალიან მარტივია. გადმოწერეთ Spark AR-ის პროგრამა სადაც შეგიძლიათ თქვენი ფილტრების შექმნა.

თუ არ იცით პროგრამის გამოყენება, Spark AR Hub-ს მოყვება უფასო ვიდეო გაკვეთილები, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ფილტრების შექმნა.