ალბათ ყველას უნდა, რომ ფეისბუქში გაშვებული რეკლამისგან, რაც შეიძლება მაქსიმალურ შედეგი მიიღოს. ამის მისაღწევად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა FB რეკლამის ხარჯების შემცირება.
დღევანდელ სტატიაში მე აგიხსნით, თუ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი რეკლამის შედეგები და შევამციროთ რეკლამის ხარჯები. გაიგებთ თუ რა არის CPM, რაში გვჭრიდება ის და როგორ გამოითვლება თქვენი CPM. წარმოგიდგენთ 5 გზას რეკლამის ხარჯის შესამცირებლად.
სტატიის მთავარი თემები:
- რატომ არის CPM ასე მნიშვნელოვანი?
- როგორ მოვძებნოთ CPM?
- როგორ გამოვთვალოთ CPM Facebook-ზე?
- 5 გზა შეამციროთ თქვენი რეკლამის CPM
- დასკვნა
მოუსმინე პოდკასტის წინა ეპიზოდს
5 ყველაზე ხშირად დაშვებული შეცომა, რომელსაც მარკეტერები უშვებენ
სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ თუ როგორ დავზოგოთ თანხა Facebook-ში ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ როგორ მუშაობს ფეისბუქის სარეკლამო სტრუქტურა და რა პრინციპით გვაჭრის ფეისბუქი თანხას.
რატომ არის CPM ასე მნიშვნელოვანი?
CPM ეს არის თანხა, რომელსაც ჩვენ ვიხდით რეკლამის 1000-ჯერ გამოჩენაში (Impression). CPM არის მეტრიკა რომლის საშუალებითაც განისაზღვრება თქვენი რეკლამის ფასი. ანუ თქვენ ფულს ყოველ 1 საიტის დაკლიკებაში ან პოსტის მოწონებაში კი არ იხდით, არამედ ყოველ 1000 შთაბეჭდილებაში (Impression).
წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ პომიდვრის შეძენას თქვენს ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში. პომიდორი თითო კილოგრამზე $1 ღირს, ასე რომ თქვენი $5-იანი ბიუჯეტით შეგიძლიათ შეიძინოთ 5 კგ პომიდორი. მაგრამ რა მოხდება, თუ მაღაზია გადაწყვეტს გააორმაგოს ფასი თითო კგ-ზე? მოულოდნელად, თქვენი 5 დოლარიანი ბიუჯეტი არასაკმარისი გახდება 5 პომიდორის შესაძენად და თქვენ მოგიწევთ მეტის გადახდა იგივე რაოდენობის შესაძენად. პირიქით რომ ყოფილიყო? რა მოხდება, თუ ფასი 0,5 დოლარი გახდებოდა კგ-ზე? მაშინ თქვენი ბიუჯეტით შეიძლენდით 10 კგ პომიდორს!
ფეისბუქზე თქვენ იხდით ფულს ყოველ 1000 შთაბეჭდილებაში (Impression). აქედან გამომდინარე, თუ თქვენი CPM დაბალი იქნება, რეკლამა უფრო მეტჯერ გამოჩნდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მეტი კონვერტაცია და უფრო მაღალი შემოსავალი.
როგორ მოვძებნოთ CPM?
- გადადით რეკლამის მენეჯერში.
- გახსენით სვეტების ჩამოსაშლელი მენიუ და აირჩიეთ “Performance and Clicks”.
- გაწიეთ ქვედა ფანჯარა ოდნავ მარჯვნივ, და დაინახავთ CPM-ის სვეტს.
როგორ გამოვთვალოთ CPM Facebook-ზე?
თქვენი Facebook-ის რეკლამის CPM-ის გამოთვლის ფორმულა ძალიან მარტივია:
Facebook იღებს მთლიან თანხას, რომელიც დახარჯეთ თქვენს კამპანიაში, ყოფს მას მიღებული შთაბეჭდილებების რაოდენობაზე და ამრავლებს 1000-ზე. სულ ეს არის თქვენი CPM.
მაგალითად, თუ თქვენ ხარჯავთ 45 დოლარს ფეისბუქის გარკვეულ სარეკლამო კამპანიაში და მიიღეთ 30000 რეკლამის ჩვენება, თქვენი ამჟამინდელი CPM არის $1,5.
ბევრი სხვადასხვა ელემენტი განსაზღვრავს CPM-ის თანხას. ესენი შეიძლება იყოს: თქვენი სამიზნე აუდიტორია(რაც უფრო კონკურენტული აუდიტორიაა უფრო მაღალია CPM), თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი, თქვენი კამპანიის მიზანი, რეკლამის ვიზუალი და მესიჯი, ეს მხოლოდ რამდენიმე მათგანია. კარგით მოდით ეხლა გადავიდეთ მთავარ თემაზე და გავიგოთ როგორ შეგვიძლია შევამციროთ, CPM-ის ფასი.
როგორ შეამციროთ თქვენი CPM ფეისბუქის რეკლამებზე
#1 გააუმჯობესეთ თქვენი რელევანტურობის ქულა
ვინაიდან Facebook-ი მთლიანად მომხმარებლის გამოცდილებას ეხება, ის პრიორიტეტს ანიჭებს „შესაბამის“ რეკლამებს, ვიდრე „ნაკლებად რელევანტურ რეკლამებს“. ამიტომ, რაც უფრო „რელევანტურია“ თქვენი რეკლამა თქვენი აუდიტორიისთვის, მით უფრო ნაკლებს გადაიხდით მასში (დაბალი CPM) და მით უფრო მეტჯერ გამოჩნდება ის Facebook-ის მომხმარებლებთან.
მაგრამ რას ნიშნავს ეს რელევანტურობის ქულა?
წარსულში, ყველა რეკლამა იღებდა შესაბამისობის ქულას 1-დან 10-მდე. ეს ქულა ეფუძნებოდა იმას, თუ რამდენად თვლიდა Facebook-ის ალგორითმი, რომ რეკლამა შეესაბამებოდა მის მიზნებსა და აუდიტორიას, რომელიც იყო შერჩეული რეკლამისათვის.
თუმცა, 2019 წლის აგვისტოში Facebook-მა რელევანტურობის ქულა ჩაანაცვლა რეკლამის შესაბამისობის დიაგნოსტიკით. ეს ახალი სისტემა შედგება სამი მეტრიკისგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს თქვენი რეკლამის საერთო ქულას. აქედან გამომდინარე, უმჯობესია გააანალიზოთ ყველა მათგანი ერთად, რათა მიიღოთ სრული სურათი თქვენი პერფორმანსის შესახებ. სამი მეტრიკა არის ხარისხის რეიტინგი, ჩართულობის რეიტინგი და კონვერტაციის რეიტინგი.
500-ზე მეტი ჩვენების მქონე (impression) ყოველი რეკლამა მიიღებს 5 შესაძლო მნიშვნელობიდან ერთ-ერთს თითოეულ მეტრიკაში: საშუალოზე მაღალი, საშუალო, საშუალოზე დაბალი (რეკლამების 35%-ზე დაბლა), საშუალოზე დაბალი (რეკლამების 20%-ზე დაბლა) ან საშუალოზე დაბალი (რეკლამის 10%-ზე დაბლა).
მოდით ღრმად ჩავუღრმავდეთ თითოეულ მეტრიკას და ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ისინი.
ხარისხის რეიტინგი
ეს მეტრიკა ძირითადად ეფუძნება მომხმარებლის გამოხმაურებას/ჩართულობას და რეკლამის შემდგომ გამოცდილებას.
თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი ხარისხის რეიტინგი, მოერიდეთ დაბალი ხარისხის ატრიბუტებს თქვენი შემოქმედებიდან. ნუ გამოიყენებთ სენსაციურ ენას (მაგალითად: 5 შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეს!) ან ჩართულობის სატყუარას (მაგალითად: დააკომენტარეთ “მინდა” თუ გსურთ ეს პროდუქტი) თქვენს რეკლამებში და იყავით გულახდილი იმის შესახებ, რასაც ავრცელებთ.
ჩართულობის რეიტინგი
ფეისბუქის ჩართულობა პირდაპირ კავშირშია: კლიკების, რეაქციების და კომენტარების რაოდენობაზე, რომელიც თქვენს რეკლამას მოაქვს.
თუ გსურთ გაზარდოთ ჩართულობა თქვენს რეკლამებზე, უნდა გამოიყენოთ დამაჯერებელი კრეატიულობა. მაგალითად, ვიდეო რეკლამა შეიძლება იყოს შესანიშნავი გამოსავალი. გარდა ამისა, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი რეკლამის ქოფი. თქვენ შეიძლება ასევე აჩვენებდეთ თქვენს რეკლამას არასწორ ადამიანებს, ასე რომ გადახედეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას.
კონვერტაციის რეიტინგი
ეს მეტრიკა ზომავს რამდენად კარგად მუშაობს თქვენი კამპანიის მიზანები. თუ თქვენი რეკლამა არ იწვევს საკმარის კონვერტაციებს, შემიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე გამოსავალი:
- გაზარდეთ თქვენი რეკლამის ხარჯები იმისათვის, რომ კვირაში დაახლოებით 50 კონვერტაცია მიიღოთ (უკეთესი ოპტიმიზაციისათვის ფეისბუქს სჭირდება კვირაში მინიმუმ 50 კონვერტაცია)
- გააუმჯობესეთ თქვენი CTA (Call To Action) და თქვენი ვებ გვერდი, რათა გაზარდოთ კონვერტაციის რეიტინგი თქვენს ვებსაიტზე.
- დაამატეთ ახალი აუდიტორია აუდიტორია, რომელიც სავარაუდოდ უფრო მეტ კონვერტაციას დააგენერირებს.

რეკლამის ხარჯი: 545$ შემოსავალი 13 775$
#2 დაარეგულირეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია
ფეისბუქის რეკლამის სამყაროში, სამიზნე აუდიტორიების ტარგეტირება, არის თქვენი პური და კარაქი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც კარნახობს თქვენს CPM-ს გააძვროს თუ შეამციროს ფასები. ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი პირველი რამ, რისი ოპტიმიზაციაც გსურთ, თუ გსურთ შეამციროთ თქვენი რეკლამის ხარჯები.
პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი რეკლამის შესაბამისობის ქულის გასაუმჯობესებლად, არის თქვენი აუდიტორიის სეგმენტირება.
თუ ხალხს აჩვენებთ იმას რასაც ისინი ეძებენ ან საჭიროებენ, გაიზრდება თქვენი რეკლამის ჩართულობაც და კონვერტაციის მაჩვენებელიც, რაც გააუმჯობესებს თქვენს რელევანტურობის ქულას და შეამცირებს თქვენს CPM-ს. ეს არის win-win-win: თქვენ ბედნიერი ხართ, თქვენი აუდიტორია ბედნიერია და ასევე ფეისბუქიც ბედნიერია.
კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც უნდა განიხილოთ, არის მსგავსი აუდიტორიის გამოყენება (Look-a-Like Audience). ეს აუდიტორია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც მსგავსია თქვენი ამჟამინდელი მომხმარებლების ან ვებსაიტის ვიზიტორების. Facebook-ის ალგორითმი თავად შეგიდგენთ მათ მსგავსობის მახასიათებლებს და ეცდება თქვენი არსებული კლიენტების მსგავსი ადამიანები გიპოვოთ, რაც რათქმაუნდა კამპანიის პერფორმანსზე დადებითად აისახება.
#3 თვალყური ადევნეთ თქვენს სიხშირეს
ფეისბუქის რეკლამაში, ტერმინი სიხშირე (Frequency) აღნიშნავს საშუალოდ რამდენჯერ ნახა თქვენი რეკლამა მოცემულ პერიოდში სამიზნე აუდიტორიამ.
როდესაც თქვენ ავიწროებთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ მიაღწიოთ უფრო რელევანტურ ადამიანებს, მაგრამ ასევე შეიძლება დაბომბოთ ისინი ერთი და იგივე რეკლამით უსასრულოდ. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი ბიუჯეტის მქონე კამპანიების მქონე რეკლამებს.
სიხშირე შესანიშნავი მეტრიკაა, იმის გასაგებად თუ მობეზრდა თუ არა თქვენს ვიწრო აუდიტორიას თქვენი რეკლამა. რეკლამას საშუალოდ უნდა ჰქონდეს ყოველკვირეული სიხშირე 1-4 შორის. თუ ის უფრო მაღალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ან გაქვთ თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე გაცილებით მაღალი ბიუჯეტი, ან უბრალოდ წვავთ ფულს შეუსაბამო ცუდ რეკლამაზე ან რეკლამა უკვე იმდენი ხანია გაშვებული გაქვთ თქვენს აუდიტორიაში ყველას მიაწვდინეთ ხმა, თანაც ძალიან ბევრჯერ!
ამ მოვლენას მარკეტინგში აუდიტორიის დაღლილობა ჰქვია და დამიჯერეთ თქვენ ნამდვილად გსურთ ამისგან თავიდან არიდება. ამიტომ თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი სიხშირე. ამის გაკეთება შეგიძლიათ Facebook Ads Manager-ზე, ძალიან მარტივად სიხშირის სვეტის დამატებით.
#4 შექმენით ,,სქროლ სთოფერ” რეკლამები
ზემოთ უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ჩართულობის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს თქვენს CPM-ს.
ასე რომ, თუ გსურთ, რომ ხალხი ჩაერთოს თქვენს რეკლამაში, გჭირდებათ დამაჯერებელი რეკლამა.
თქვენ უნდა მოიფიქროთ ისეთი რამ, რაც გამოგარჩევთ სხვებისაგან. გახსოვდეთ ფეისბუქის მომხმარებლები ფეისბუქში არა რეკლამების სანახავად შედიან არამედ საინტერესო კონტენტის მისაღებად.
ვიდეო კონტენტი იპყრობს ინტერნეტ სივრცეს და ასევე ვიდეო რეკლამებს. ფეისბუქი თავისი სარეკლამო სივრცის ყველაზე დიდ ადგილს უთმობს ვიდეოებს, მაგრამ რადგან უფრო რთულია მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტის შექმნა, ბევრი რეკლამის განმთავსებელი არ იყენებს ამ ადგილს. ეს ნიშნავს, რომ ვიდეო რეკლამებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ შედარებით დაბალი მიწოდება. აქედან გამომდინარე, ვიდეო რეკლამები თქვენი შანსია მიიღოთ კონკურენტული უპირატესობა!
მაშინაც კი, თუ არ გაქვთ ბიუჯეტი გრაფიკული დიზაინერის ან ვიდეო ედიტორის დასაქირავებლად, მაინც არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი რეკლამის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, Canva არის შესანიშნავი აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ სურათები და ვიდეო რეკლამის ყველა ზომისა და ფორმატისთვის.
#5 დახვეწეთ თქვენი რეკლამის მოქმედებისაკენ მოწოდება (Call To Action)
თქვენს რეკლამაში მოქმედებისაკენ მოწოდების (CTA) ღილაკის დამატებამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი CTR, ჩართულობის მაჩვენებელი და კონვერტაციის მაჩვენებელი. ამან ასევე შეიძლება შეამციროს თქვენი CPM-ი.
Რატომ?
იმიტომ, რომ მარტივი რამ უკეთესად მუშაობს. თუ გსურთ, რომ ხალხმა შეიძინოს, უთხარით მიმართონ მაგ მოქმედებას. თუ გსურთ, რომ დარეგისტრირდნენ თქვენს სერვისზე, სთხოვეთ მათ.
Facebook გთავაზობთ მრავალ ვარიანტს CTA ღილაკებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს რეკლამებში: შეიძინეთ ახლავე, გაიგეთ მეტი, დარეგისტრირდით, ჩამოტვირთეთ და სხვა. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ქმედებისკენ მოწოდების სხვადასხვა ღილაკი და ნახოთ რომელი მუშაობს თქვენთვის საუკეთესოდ.
მოწოდების მაგალითი (დარეგისტრირდი ახლავე 👉🏻)
პროფესიონალური რჩევა: დაამატეთ მოწოდება მოქმედებისკენ რეკლამის სათაურში. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ emoji-ები, რათა მიუთითოთ CTA ღილაკის მიმართულება 👉
დასკვნა
იმის გამო, რომ CPM არის თქვენი მთავარი ფეისბუქის რეკლამის ღირებულება, ეცადეთ, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს.
ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს თქვენს CPM-ს, მაგრამ მთავარია მომხმარებლის გამოცდილება.
მომხმარებლის გამოცდილება არის ფაქტორი, რომელზეც ყველაზე მეტი კონტროლი გაქვთ.
გარდა ამისა, მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და თქვენი რეკლამის რელევანტურობის ქულის გასაუმჯობესებლად, თქვენ უნდა მოახდინოთ თქვენი გვერდის ოპტიმიზაცია, იპოვოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია და გააუმჯობესოთ თქვენი რეკლამა. ამისათვის მთავარია, რეკლამის შედეგების მუდმივი მონიტორინგი. ეს ერთადერთი გზაა იმის გასაგებად, თუ რა მუშაობს თქვენთვის.
იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაგვეხმარებათ.