თუ თქვენ გეგმავთ შავი პარასკევის ფეისბუქის სარეკლამო კამპანიას, აი, რა უნდა გააკეთოთ, რომ გადააჭარბოთ თქვენი გაყიდვების მიზნებს.

შავი პარასკევი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღეა საცალო ვაჭრობაში. იმის გამო, რომ მომხმარებლები ყოველწლიურად ხარჯავენ და სურთ მილიონობით ლარის დახარჯვა, ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ რამდენად დიდი შესაძლებლობაა ეს ბრენდებისა და ბიზნესებისთვის.

მაგრამ კონკურენცია სარეკლამო სივრცეში პიკს აღწევს წლის ამ დროს. 

ყველა აძლიერებს თავის სარეკლამო ბიუჯეტს და მარკეტინგულ სტრატეგიას მომხმარებლების მოსაზიდად, რაც აშკარა ნაბიჯია გაყიდვების უზრუნველსაყოფად და წლის სოლიდური მოგებით დახურვისთვის. ასე რომ, თუ გსურთ ამ შავი პარასკევის დიდი ნამცხვრის ნაჭერი მიიღოთ, უნდა გააძლიეროთ თქვენი აქტივობა.

რამდენად დიდია შავი პარასკევი?

მხოლოდ იმისთვის, რომ მოგცეთ წარმოდგენა, 2020 წლის შავი პარასკევის დროს ამერიკაში მყიდველებმა ონლაინ დახარჯეს 9 მილიარდი დოლარი. სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი სტატისტიკა ვერსად ვნახე მაგრამ დარწუმნებული ვარ აქაც საკმაოდ დიდი გაყიდვები იქნებოდა სხვა თვეებთან შედარებით.

ასე რომ, დროა შექმნათ სტრატეგია, იმისათვის, რომ თქვენი პროდუქტები მომხმარებლების კალათებში აღმოჩნდეს შავი პარასკევის Facebook რეკლამების საშუალებით.


მოუსმინე Podcast-ს

როგორ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი მცირე ბიუჯეტით


რჩევა #1: მოიზიდეთ, რაც შეიძლება დიდი აუდიტორია შავ პარასკევამდე

გაყიდვები ჯადოსნურად არ შემოვა თუ თქვენ წინასწარ არ მოამზადებთ რეინგეიჯმენთისა და რეტარგეტირების აუდიტორიას. ეს არის აუდიტორია, რომლითაც შეგიძლიათ გაათბოთ და დაუმიზნოთ შემდეგ თქვენი საუკეთესო შავი პარასკევის აქციები, რომელშიც შედის ადამიანები, რომლებიც დიდი ალბათობით გარდაიქმნებიან მყიდველებად, გამომდინარე მათი ონლაინ ქცევებისა, რომელიც მათ გამოხატეს თქვენი ბრენდის შავ პარასკევამდე (მაგ., ვებსაიტების ვიზიტები, პოსტზე რეაქციის გამოხატვა და სხვა).

მაშ, რა არის რეინგეიჯმენთი და რეტარგეტირება? 

რეინგეიჯმენთის აუდიტორიები არიან ადამიანები, რომლებიც ურთიერთობდნენ თქვენს ბიზნესთან თქვენი ვიდეოების ყურების ან რეკლამით ჩართულობით, მაგრამ ჯერ არ ეწვივნენ თქვენს ვებსაიტს. რეინგეიჯმენთის დროს თქვენ უმიზნებთ აუდიტორიას, რომელმაც შეიძლება: დაალაიქა პოსტი, დააკომენტარა, მოიწერა პირადში, გადააზიარა პოსტი, უყურა ვიდეოს ან სხვა.

რეტარგეტირების აუდიტორიები არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ეწვივნენ თქვენს ვებსაიტს: ვიდეოების, რეკლამების, სოციალური მედიის პოსტების და ორგანული Google ძიებების მეშვეობით.

ამ ტიპის აუდიტორიის გარდა, თქვენ ასევე კარგი იქნება თუ მოაგროვებთ ელ.ფოსტის სიას. 

ელ.ფოსტის სიები შეგიძლიათ დააგროვოთ თქვენი ვებსაიტის ვიზიტორებისგან: ელექტრონული წიგნის, ვებინარის გამოწერის ან ფასდაკლების შეთავაზებით. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ ეს ღირებული კონტენტი Facebook-ზე რეკლამის გამოყენებით ან თქვენს ვებსაიტზე ამომხტარი შეტყობინებების საშუალებით. თუ გსურთ დეტალურად გაიგოთ, იმეილ კამპანიის შესახებ დააჭირეთ და იხილეთ სტატია.

ეს ყველა ზემოთხსენებული აუდიტორია უნდა გამოიყენოთ ნოემბრის შაბათ-კვირას. რისთვის? ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს: მოგების მაქსიმიზაცია თბილ აუდიტორიაში ინვესტიციით და წლის ამ დროს უკიდურესად ძლიერი კონკურენციის თავიდან აცილება აუდიტორიაზე.

Facebook CPM-ის ზრდა შავი პარასკევის გარშემო საუკეთესოდ ასახავს კონკურენციის ზრდას ამ დროს. აქ არის დიაგრამა, რომელიც მოვიძიე ინტერნეტში.

Facebook CPM Increase - Black Friday 2020

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როდესაც რეკლამის ხარჯები იზრდება, დროზე ადრე ქმედება არის გამოსავალი. ასე თუ მოიქცევით და დროულად იმოქმედებთ, თქვენ არ მოგიწევთ მძიმე კონკურენციაში შესვლა, რადგან თქვენ უკვე შემზადებული გექნებათ თქვენი სამიზნე აუდიტორია შავ პარასკევამდე.

რჩევა #2: იცოდეთ ვის მიმართოთ შავი პარასკევის დროს

თქვენი ტრაფიკის წინასწარ გაზრდის შემდეგ, თქვენ ფიქრობთ: „ვინ უნდა ნახოს ჩემი რეკლამა შავი პარასკევის დროს?“

ორი რამ, რაშიც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, არის ის, რომ წელიწადის ამ დროს არის სასტიკი კონკურენცია და მაღალი სარეკლამო ხარჯები.

ამიტომაც გახურდებით და მიზნად დაისახეთ Retargeting და Re-engagement აუდიტორიები, რომელიც შავ პარასკევამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა დააგროვოთ. აქ არის რამდენიმე კარგი მაგალითი აუდიტორიისთვის, რომელიც უნდა იყოს მიმართული:

  • აუდიტორია, რომელმაც დაგიტოვათ ელფოსტის სია წინასწარ ფასდკალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად
  • მომხმარებლები, რომლებიც ეწვივნენ თქვენს ვებგვერდს
  • Facebook-სა და Instagram-ში გამოხატეს ჩართულობა პოსტებზე
  • აუდიტორია, რომლებმაც ნახეს თქვენი ვიდეოები

თუმცა, თქვენ არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ ზემოთ მოცემული აუდიტორიით. ასევე არის შეძენილი შემდეგი აუდიტორიები:

  • თქვენი მყიდველები წინა შავი პარასკევის
  • მყიდველებიდან ბოლო 30, 60, 90 ან 180 დღის

ეძებთ ნაკლებად ძვირი მეთოდის გამოყენებას თქვენი ელ.ფოსტის სიაში მყოფ ხალხთან მისასვლელად? გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი. ეს არის ძლიერი და უფრო პერსონალიზებული გზა, რომ მიიყვანოთ მომხმარებლები თქვენს შავი პარასკევის შეთავაზებებზე CPM ფასის გარეშე. გაიგე როგორ შექმნა იმეილ კამპანია აქ.

რჩევა #3: შეეგუე iOS-ს 14-ს

2021 წლის იანვარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტოლოგები და დეველოპერები პანიკაში იყვნენ Apple-ის iOS 14 განახლების გამო, რომელიც ითვალისწინებს კონფიდენციალურობის დაცვის ახალ ჩარჩოს, სახელწოდებით AppTrackingTransparency. ეს აძლევს Apple-ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აირჩიონ და უარი თქვან თვალყურის დევნებაზე აპებსა და ვებსაიტებზე და თავიდან აიცილონ მათი მონაცემების შეგროვება და შენახვა.

მას შემდეგ, რაც ეს განხორციელდა, რეკლამის განმთავსებლებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ გარდა iOS 14-ის მიღებისა და ადაპტაციისა.

iOS 14 meme

ახლა, როცა აქ ვართ განახლებით, მივხვდით, რომ CRM მონაცემებზე დაყრდნობით, Conversions API და სხვა ინსტრუმენტები არსებობს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ცხოვრება. მაშ, როგორ გამოვიყენოთ ეს ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები?

CRM მონაცემები არის მონაცემები, რომლებიც გროვდება მომხმარებლის მიერ თქვენს ბიზნესთან ინიცირებული ურთიერთქმედების შედეგად, როგორიცაა დარეგისტრირება, შეტყობინებები საკომუნიკაციო არხებიდან, გამოკითხვები, საკონსულტაციო ზარები, შესყიდვები და სხვა. 

CRM მონაცემების გამოყენება არის ზუსტი გზა იმის გასარკვევად, თუ ვინ არიან თქვენი კლიენტები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიტორიის შესაქმნელად და ახალი ინტერესების მოსაძებნად თქვენი მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებით.

მაგრამ CRM მონაცემები არ დააბრუნებს იმას, რაც დაკარგეთ iOS 14-ის გამო. ეს არ არის ისეთივე, როგორც თქვენი ჩვეულებრივი პიქსელებით მოპოვებული მონაცემები, რომელიც მიეწოდება Facebook-ს რეკლამის ალგორითმს უკეთესი ანალიზისა და აუდიტორიის სეგმენტაციისთვის.

Facebook Conversions API

არ ინერვიულოთ, CRM არ არის თქვენი ერთადერთი იარაღი. Facebook-ს აქვს Conversions API (CAPI), რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ თქვენი ვებსაიტის ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და მიაწოდოთ ინფორმაცია Facebook-ს თქვენი ვებსაიტის სერვერიდან. თუმცა, ინფორმაცია კვლავ შეზღუდულია.

სწორედ ამიტომ, CAPI-ს გამოყენებისას მნიშვნელოვანია საუკეთესო შედეგების ოპტიმიზაცია იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები სჭირდება თქვენს ბიზნესს.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ადაპტირებისთვის არის UTM პარამეტრების დამატება თქვენს URL-ებზე და აკონტროლოთ თქვენი კონვერტაციის მაჩვენებელი ვებ ანალიტიკური პლატფორმებით, როგორიცაა Google Analytics. თქვენ დაინახავთ კონვერტაციების რაოდენობას და გაიგებთ, რომელი რეკლამა ქმნის კონვერტაციებს და რომელი არის არაეფექტური.

არ ინერვიულოთ, თუნდაც მონაცემების ნაკლებობის დროს, მაღალი ხარისხის რეკლამების გამოყენებას შეუძლია თქვენს სასურველი შედეგი მოგიტანოთ შავი პარასკევის დროსაც.


5 გზა გააორმაგო გაყიდვები 90 დღეში


რჩევა #4: შექმენით გამორჩეული რეკლამები

როდესაც მონაცემები მწირია, თქვენი კრეატივი საუკეთესო საშუალება იქნება თქვენი სამიზნე აუდიტორიის მყიდველად გარდაქმნაში შავ პარასკევს. ერთი კარგი რამ, რაც iOS 14-მა მოიტანა, ეს არის გაძლიერებული ყურადღება, რეკლამის ვიზუალზე და ეფექტურობაზე.

რეკლამები არის თქვენი ბრენდის ისტორიის თხრობის გზა. ის არის თქვენი პრობლემის გადაჭრის ვიზუალიზაციის საშუალება, რომელიც შეგიძლიათ მიაწოდოთ თქვენს მომხმარებლებს. იმის პოპულარიზაცია, თუ როგორ აგვარებს თქვენი ბრენდი მომხმარებლების პრობლემებს, კარგი გზაა მათ მოსაზიდად.

გახსოვდეთ შავი პარასკევის დროს, თქვენ კონკურენციას უწევთ ასობით სხვადასხვა ბრენდებს ამიტომ სასურველია, თქვენი რეკლამები ვიზუალურად და ემოციურად იყოს მაქსიმალურად დატვირთული, აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად. უბრალოდ დაიმახსოვრეთ: იყავი მკაფიო, ყურადღების მიმპყრობი, სწრაფად მიიტანე სათქმელი და შესთავაზე შენი შავი პარასკევის შეთავაზებები.

არის მომხმარებელი, რომელსაც არ მოსწონს უფასო მიწოდების სერვისი და ფასდაკლებები? არა! ასე რომ, დარწმუნდით, რომ თქვენი უფასო მიწოდების შეთავაზებები და ფასდაკლებები ხილულია, რათა თქვენი პროდუქტები უფრო მიმზიდველი გახადოთ.

გამოსავალის გარდა, შეეცადეთ რეზონანსი გაუწიოთ მათ ფსიქოლოგიას ახლო და მომავალ დღესასწაულებზე, როგორიცაა, ახალი წლის დღე და შობა. კრეატიული რეკლამები, რომლებიც აჩვენებენ სასაჩუქრე ყუთების გახსნას და საჩუქრების გაცემას, ეს არის საჩუქრების ყიდვის სულის გაღვიძების საშუალება, რამაც შეიძლება საოცრება მოახდინოს თქვენს ბიზნესში.

რჩევა #5: შეცვალეთ თქვენი ფორმატები

მომხმარებლების ყურადღების მისაპყრობად, თქვენ უნდა მოიფიქროთ კრეატიული გზები.

რაც შეეხება სარეკლამო ფორმატებს, შეგიძლიათ ექსპერიმენტი გააკეთოთ და გამოაქვეყნოთ ახალი და დამაჯერებელი რეკლამები. თუ თქვენ ყოველთვის იყავით ერთი გამოსახულების ტიპის რეკლამის განმთავსებელი, დროა გაიაროთ ახალი გზები:

  • ვიდეო რეკლამა: იცოდით, რომ 2020 წელს ვიდეო კონტენტის 10-დან 9-მა თქვა, რომ სურს მეტი ვიდეოს ნახვა ბრენდებისა და ბიზნესებისგან? ეს გასაკვირი არ არის, რადგან ვიდეო რეკლამები იპყრობს ყურადღებას დაუყოვნებლივ, ზრდის რეკლამის ჩართულობას და ბრენდის ცნობადობას და იწვევს მეტ კონვერტაციას. თუ აქამდე არასდროს გიცდიათ ვიდეო რეკლამები, არ არსებობს უკეთესი დრო მათ საცდელად, ვიდრე შავი პარასკევი!
  • კარუსელის რეკლამები: ისინი საშუალებას გაძლევთ ერთდროულად გაუწიოთ, რამდენიმე პროდუქტს პოპულარიზაცია და სხვადასხვა აუდიტორია მოიზიდოთ ერთი და იგივე რეკლამის გამოყენებით. უფრო მეტიც, ეს რეკლამები გეხმარებათ ამბის მოყოლაში და მეტი დაწკაპუნების მოზიდვაში, რადგან ხალხი დაინტერესდება და გადაათვალიერებს თქვენს რეკლამაში არსებულ სხვადასხვა სურათებს.
  • დინამიური პროდუქტის რეკლამები (DPA): ეს რეკლამები საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი ვებსაიტის ვიზიტორებს ზუსტად ის ნივთი, რომელიც მათ ნახეს ან თუნდაც დატოვეს მიტოვებულ კალათებში. ეს რეკლამები შეიძლება იყოს შეხსენება მათთვის, რომ დაასრულონ პროდუქტის შესყიდვა.

ახალი ფორმატების შესწავლა ყოველთვის კარგი გზაა მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. გახსოვდეთ ვინც ხედავს თქვენს ახალ ფორმატებს, ცნობისმოყვარეობა მიიყვანს მათ თქვენს ვებსაიტამდე.

რჩევა #6: მოაგვარეთ რეკლამის მიწოდების საკითხები

ორი ყველაზე აშკარა გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნდებით შავი პარასკევის სარეკლამო კამპანიის განხორციელებისას არის: რეკლამების შეზღუდული მიწოდება და გაზრდილი სარეკლამო ხარჯები. 

ბევრი რეკლამის განმთავსებლის გამო, რომლებსაც სურთ თავიანთი შავი პარასკევის ფეისბუქის რეკლამები აჩვენონ ერთსა და იმავე აუდიტორიის სეგმენტებზე, რეკლამის განმთავსებლებისთვის უფრო და უფრო ძვირი ხდება მათთვის სასურველი აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენა.

მაშ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ თქვენს კლიენტებს? აუცილებლად გათიშეთ Lowest Cost და დააჩქარეთ თქვენი რეკლამის მიწოდება აგრესიული ხარჯვის სტრატეგიით.

როგორ დავაჩქაროთ შავი პარასკევის ფეისბუქის რეკლამები

დაჩქარებული მიწოდებით, Facebook გაძლევთ შანსს, რომ თქვენი რეკლამები ბევრგან გამოჩნდეს, რადგან ის მაქსიმალურად სწრაფად იყენებს სრულ ბიუჯეტს.

დაჩქარებული მიწოდების გამოყენებისას, თქვენ უნდა დააყენოთ შესყიდვის ლიმიტი. მაგალითად ქვემოთ ილუსტრაციაში თქვენ ხედავთ Bid Control-ში არის 10.00$ მითითებული და არის არჩეული Bid Cap ხარჯვის სტრატეგია.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ ფეისბუქს უთხრად, საშუალო ფასი რა ფასიც თქვენთვის სასურველი იქნებოდა ერთი ცალი პროდუქტის გაყიდვა. ამით თქვენ ფეისბუქს უფრო მეტ საშუალებას მისცემთ თამამად დახარჯოს თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი.

ასევე შეგიძლიათ შექმნათ ავტომატური წესები.

მაგალითად, გსურთ შექმნათ ახალი წესი, რომელიც შეაჩერებს რეკლამების მიწოდებას. ამისათვის საჭიროა დააყენოთ ლოგიკა (მაგ. ვებსაიტის შესყიდვის ROAS თუ არის < 1 მაშინ დააპაუზე რეკლამა)

აქტიური რეკლამები, რომლებიც ვერ დაააკმაყოფილებენ პირობებს, ავტომატურად შეჩერდება. set up Facebook automated rules on BFCM weekend

რჩევა #7: გააფართოვეთ თქვენი შავი პარასკევის ფეისბუქის რეკლამები აგრესიულად

ჩვენ მივედით საბოლოო თემამდე – თქვენი რეკლამის ბიუჯეტი. როგორ შეგიძლიათ ოპტიმალურად დაგეგმოთ თქვენი დღესასწაულის სარეკლამო ბიუჯეტი?

მე პირადად დავიწყებდი ბევრი სხვადასხვა აუდიტორიებით და თითოეულ მათგანისთვის გამოვყოფდი მინიმალურ ბიუჯეტს. აუცილებლად უნდა დაიწყოთ მრავალფეროვანი აუდიტორიით.

რაც შეეხება მინიმალურ ბიუჯეტს ამ თითოეულ ადიტორიაზე, ის უნდა იყოს მინიმუმ ისეთივე მაღალი, როგორც თქვენი შეძენის ღირებულება (CPA). მაგალითად, თუ თქვენი სატესტო კამპანიებისას, რომელიც Black Friday-იმდე გაუშვით, თუ ერთი შეძენის საშუალო ღირებულება იყო $10, ეს არის თქვენი მინიმალური ბიუჯეტი, რომელიც სასურველია თქვენს თითოეულ აუდიტორიას დაახარჯოთ.

შემდეგ, როდესაც გსურთ მომგებიანი აუდიტორიის მასშტაბირება, გაითვალისწინეთ ეს წესი: ყოველთვის გაზარდეთ მინიმუმ {2 x თქვენი CPA}-ით. რაც იმას ნიშნავს, თუ თქვენი CPA (საშუალო ღირებულება ერთი შენაძენის) არის $10, აგრესიულად გააურმაგეთ შაბათ-კვირას $20-მდე. დამიჯერეთ ეს რამდენადაც სარისკოდ ჟღერს, ბევრჯერ გამომიცდია სხვადასხვა eCommerce მაღაზიებში და მშვენივრად უმუშავია.

დასასრული

ახლა თქვენ მზად ხართ დაიწყოთ თქვენი შავი პარასკევის Facebook სარეკლამო კამპანიები.

გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ მომზადებას თქვენი აუდიტორიის შესაქმნელად და გასათბობად, მით უკეთესი იქნება. შექმენით სხვადასხვა კრეატივი, რომ მიიპყროთ ყურადღება და დარწმუნდით, რომ თქვენი საუკეთესო შეთავაზებები მიმზიდველია.

სანამ შავი პარასკევის ფეისბუქის რეკლამებს აწვდით უფრო სწრაფი და ძვირი სიჩქარით, აკონტროლეთ თქვენი სარეკლამო ანგარიში და გამოიყენეთ ავტომატიზაციის ხელსაწყოები.

ახლა კი, ცოტა ხანი დაისვენოთ, სანამ გართობა დაიწყება და იმიტომ, რომ მერე ამოსუნთქვის დროც არ გექნებათ. 

წარმატებები.