იცოდით, რომ საშუალოდ ერთი აპლიკაცია მოიცავს 6 სხადასხვა Third-Party ტრეკერს, რომლებიც აგროვებენ და უზიარებენ სხვა აპლიკაციებს თქვენს ონლაინ მონაცემებს?

მონაცემთა სამყაროში ომი კვლავ მწვავდება ტექნოლოგიურ სამყაროში. მსოფლიოს 2 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია, Apple და Facebook, ძალიან განსხვავებულ მიდგომებს უყენებენ მომხმარებელთა კონფიდენციალურობას და მათ გადაწყვეტილებებს ტალღოვანი ეფექტები აქვს ტექნოლოგიურ სამყაროზე.

Apple-ის ახალი აპლიკაციების თვალყურისდევნების გამჭვირვალობის ფუნქცია, რომელიც iOS-ზე ავტომატურად ჩაირთვება გაზაფხულის დასაწყისში, აიძულებს პროგრამის შემქმნელებს, რომ მიიღონ მომხმარებლისგან ნებართვა, რომ თვალყური ადევნონ და გაზიარონ მათი ინფორმაცია პლატფორმების რეკლამების ტარგეტირებისათვის.

შეგიძლიათ მოუსმინოთ ეფლის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებას მომხმარებელთა კონფიდეციალურობის გამჭვირვალობაზე.

რა შეიცვლება iOS განახლების შემდეგ?

ახალი განახლების შემდეგ, Apple აიძულებს ყველა iOS აპლიკაციას, რომ თავიდანვე მოგთხოვოთ, აქვთ თუ არა უფლება აპლიკაციის შემქმნელებს, რომ გაზიარონ თქვენი ინფორმაცია მონაცემთა ბროკერებთან და სხვა ქსელებთან, რათა მათ შეძლონ პერსონალური რეკლამირება თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და გაზომონ თქვენი ონლაინ ქცევები.

Apple-ის და Facebook-ის დაპირისპირება

ამ ცვლილების განხორციელების შემდეგ, თქვენ დაინახავთ შეტყობინებას, როდესაც პირველად გახსნით ახალ აპს თქვენს ტელეფონზე, სადაც ახსნილი იქნება, თუ რისთვის გამოიყენება შემოთავაზებული Third-Party ტრეკერი და გსურთ თუ არა დაადასტუროთ თუ უარყოთ აპლიკაციის “თვალთვალი”.

Facebook-ის პასუხი Apple-ის ქმედებებზე

Apple CEO Tim Cook, left, and Facebook CEO Mark Zuckerberg.

Facebook- ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა Apple-ის ახალი ცვლილებები საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი სპეციალურად შეიქმნა Facebook-ის არახელსაყრელი მდგომარეობისთვის. ცუკერბერგის თქმით, Apple არის Facebook- ის ყველაზე დიდი კონკურენტი.

Facebook-ი აქტიურად აკრიტიკებს Apple-ის ქმედებებს და ამას იმ ფაქტით ამართლებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორისათვის მათი სარეკლამო ფუნქციები, როგორიც არის: ტარგეტირება ინტერესების მიხედვით, აპლიკაციაში ქცევების მიხედვით, საიტზე ონლაინ ქცევებით და სხვა ფუნქციები ისეთი მიმზიდველი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. რაც გარკვეულწილად მართალიც არის, ამ Update-ის შემდეგ iOS მომხმარებლების დატარგეტება უფრო რთული გახდება, რაც რეკლამის ფასს საგრძნობლად გაზრდის.

გარდა ამისა, Facebook-მა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა WhatsApp-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის გამოც ზოგი მომხმარებელი აღშფოთებულია.

WhatsApp delays updated privacy policy after confusing users | Technology News,The Indian Express

ამჟამად, WhatsApp-ს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ ბიზნესს WhatsApp ჩეთის საშუალებით. რატომ არის ეს საეჭვო? რადგან ახალი პოლიტიკის თანახმად, შეტყობინებები რაც მომხმარებელსა და ბიზნესს შორის მიმოიწერება, შეიძლება შეგროვდეს და გაზიარდეს უფრო დიდ Facebook ეკოსისტემასთან.

ეს ნიშნავს, რომ Facebook-ს და მის რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ პოტენციურად გამოიყენონ მომხმარებელთა ჩეთები ან ტრანსაქციის ქვითრები მარკეტინგისა და სარეკლამო მიზნებისთვის.

Apple და Facebook ხშირად განსხვავებული მიდგომა აქვთ მომხმარებლის კონფიდენციალურობის მიმართ. როგორც ჩანს, Apple დგამს ნაბიჯებს, რათა გახდეს უფრო გამჭვირვალე და დაიცვას მომხმარებლის მონაცემები.

ამავდროულად, Facebook-ს ბევრი პრობლემები აქვს მისი მომხმარებლების ნდობის მოსაპოვებლად და გავრცელებული მოსაზრებაა, რომ კომპანია უპირატესობას ანიჭებს რეკლამის განმთავსებლების საჭიროებებს, ვიდრე მათი მომხმარებლების კონფიდენციალურობას.

ცხადია, რომ ბაზარი მგრძნობიარეა კონფიდენციალურობის საკითხების მიმართ და მათ სურთ, რომ კომპანიები უფრო გამჭვირვალე იყვნენ – ამის დასტურია Facebook– ის ბოლოდროინდელი WhatsApp– ის განცხადების შედეგი.

ჩემი შეხედულება

გრძელვადიან პერსპექტივაში, მე მჯერა, რომ ორივე კომპანია გამონახავს ოპტიმალურ გამოსავალს რადგან, როგორც ციფრულ მარკეტერს და ედერთაიზერს ჩემთვის მნიშვენლოვანია, რომ ფუნქციურად შესაძლებელი იყოს სამიზნე აუდიტორიების ფილტრაცია ინტერესების და მათი ონლაინ ქცევების მიხედვით, თუმცა რათქმაუნდა უნდა არსებობდეს გარკვეული ლიმიტები. იმედი ვიქონიოთ, რომ ორი ტექ გიგანტი ნახავს ოპტიმალურ გამოსავალს, რომლითაც არც ბიზნეს და რეკლამის განმთავსებელი სექტორი არ დაზიანდება და არც მომხმარებლის ყველა ონლაინ ქცევა ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელებისათვის.