კონტენტ მარკეტინგი
1,437,450ლ
7345+
384+
ჩვენი კონტენტ მარკეტინგის სერვისის საშუალებით, თქვენს ბიზნესს შეუძლია აამაღლოს ბრენდის ცნობადობა, მოიპოვოს მომხმარებლის ნდობა უნიკალური კონტენტის დახმარებით, გაზარდოს ინტერესი და შემოსავლის წყარო სოციალური მედიის პლატფორმებიდან, როგორიცაა Facebook, LinkedIn, Instagram და ა.შ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ჩვენს ექსპერტს ტელეფონის ნომერზე +995 579 26 12 62 ან ჩანიშნეთ ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა.
გაზარდეთ მომხმარებლების ლოიალურობა და ბრენდის ცნობადობა
კონტენტ მაკრეტინგის სერვისი არის საუკეთესო გზა მომხმარებლების ლოიალურობის, ბრენდის ცნობადობისა და ვებ საიტების ვიზიტორების გასაზრდელად. ჩვენი პროფესიონალი კონტენტ კრეატორები შექმნიან შესაბამის კონტენტს თქვენი აუდიტორიის მოსაზიდად, ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად, ნდობის მოსაპოვებლად და მათ თქვენი პროდუქტის ან შეძენის გადაწყვეტილებაზე გავლენის მისაღწევად.



რატომ ღირს გიგის გუნდთან თანამშრომლობა?
სოციალურ მედიის მართვას ბევრი კომპანიის დამსაქმებელი მარტივ საქმედ მიიჩნევს, შესაბამისად ხარჯების მინიმალიზაციის მიზნით, არაკვალიფიციურმა სოციალურმა მედიის მენეჯერმა ''Boost Now'' ღილაკის გამოყენებით შეიძლება კომპანიას უფრო დიდი ზარალი მოუტანოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე გამოცდილმა პროფესიონალი სოციალური მედია მენეჯერებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა.
გიგი და მისი გამოცდილი გუნდი შეძლებს თქვენს კომპანიას მინიმალური ხარჯებით მოუტანოს რაც შეიძლება მაღალი შემოსავალი, ბრენდის იმიჯისა და ონალინ რეპუტაციის ამაღლება, ხარისხიანი ურთიერთობის დამყარება მომხმარებლებთან და სხვა.
დარეგისტრირდი უფასო საკონსულტაციო შეხვედრაზე
უფასო საკონსულტაციო შეხვედრის მიზანი, არის რომ გირჩიოთ თუ რა ტიპის სერვისი გჭირდებათ თქვენი ბიზნესის განსავითარებლად.
წარმატებული მენეჯმენტის სტრატეგია
გაეცანით ჩვენს ეფექტურ სოციალური მედიის მართვის პროცესს
ჩვენი გუნდის სამუშაო პროცესი აგებულია იმ თანამედროვე პრინციპების საფუძველზე, რომელსაც ბევრი წარმატებული უცხოურ ბაზარზე მოღვაწე კომპანია იყენებს.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა შედეგებს უნდა ველოდე თქვენი სერვისისგან?
სოციალური მედიის მართვის სერვისის შედეგიანობის დასათვლელად ძირითად მეტრიკებს, რომლებსაც ჩვენ ვიყურებთ, არის ინგეიჯმენთი, ვებ საიტის ტრეფიკი და კონვერტაციები. ყველა ეს მეტრიკა გავლენას ახდენს გაყიდვებზე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენი აქტიური პროგრესის მონიტორინგითა და მუდმივი რეკლამის ოპტიმიზაციით თქვენ დაინახავთ, რომ ეს მაჩვენებლები ყოველთვიურად გაიზრდება.
რამდენ ხანში მივიღებ ეფექტურ შედეგებს?
ჩვენი კლიენტები სოციალური მედიის მართვის სერვისის გამოყენებისას პირველი 30 დღის განმავლობაში ამჩნევენ ეფექტურ რეზულტატს. ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ჩვენს კლიენტებს, სცადონ ეს სერვისი მინიმუმ 3-6 თვის განმავლობაში, რომ ნახონ ეტაპობრივი პროგრესი გრძელვადიან პერიოდში. ჩვენი სოციალური მედიის მართვის სერვისის ძირითადი აქცენტი თქვენი ბრენდის მომხმარებლის ჩართულობისა და ლოიალურობის გაზრდაა.
ვინ იმუშავებს ჩემს კომპანიაზე?
თქვენ დაგინიშნავთ სოციალური მედიის ექაუნთ მენეჯერი. ეს ადამიანი გაწვრთნილია სოციალური მედიის მარკეტინგში და, სავარაუდოდ, თქვენს ინდუსტრიის მსგავს კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებაც ექნება. ეს ადამიანი იქნება თქვენი მთავარი საკონტაქტო პირი. ის იქნება შუამავალი პირი თქვენს ბრენდსა და ჩვენი მარკეტინგის გუნდს შორის.
როგორ გაეცნობით ჩემს ბიზნეს საქმიანობას?
თქვენი ბიზნესის შესახებ გავეცნობით კითხვარის გაგზავნით. კითხვარის შევსების შემდეგ ჩვენ დაგინიშნავთ შეხვედრას ნებისმიერი დამატებითი კითხვის განსახილველად, რომელიც შეიძლება გვქონდეს თქვენი ბიზნესის შესახებ. შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მეტ კვლევას ჩავატარებთ და შევიმუშავებთ სოციალური მედიის სტრატეგიას, რომელიც სპეციფიკური იქნება თქვენი ბიზნესისთვის.
რა არის კონტენტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
კონტენტი არამარტო დაგეხმარებათ მომხმარებლის ნდობის ამაღლებასა და სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში, არამედ ის დაგეხმარებათ შემოსავლის გაზრდაში გრძელვადიან პერსპექტივაში.
თქვენი სოციალური მედია პლატფორმები ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. კონტენტი საშუალებას გაძლევთ უფრო ღრმად გაეცნოთ, დაუმეგობრდეთ და დაამყაროთ ძლიერი ურთიერთობა თქვენს მიზნობრივ აუდიტორიასთან. რაც უფრო რელევანტურ და საჭირო ინფორმაციას მიაწვდით თქვენს მომხმარებლებს, მით უფრო მეტად ლოიალურები გახდებიან ისინი თქვენ მიმართ, რაც შემოსავლების გაზრდაზეც აისახება.
ვინ შემიქმნის ეფექტურ სტრატეგიასა და კონტენტს?
კითხვარის შევსებით ჩვენ გავეცნობით, თუ რა ტიპის კონტენტს ანიჭებთ უპირატესობას. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ჩვენ, რომ სწორად განვსაზღვროთ თქვენთვის შესაფერისი კონტენტის სახეობა, რომელსაც გამოვიყენებთ თქვენი ბიზნესისთვის. თუ მას დაამტკიცებთ, ჩვენ დავიწყებთ თქვენი სოციალური მედიის პოსტებისათვის კონტენტის კალენდარის გაწერას და მის რეალიზაციას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა წინასწარ განიხილოთ ჩვენს მიერ შემუშავებული პოსტები, სანამ იგი გამოქვეყნდება თქვენს სოციალურ მედიის გვერდზე.
შეფასებები

თათია კობერიძე

დაჩი ბაინდურაშვილი

ელენე ბერეკაშვილი

ნიკა ბაქრაძე

შოთა ფაილოძე
