იმეილ მარკეტინგი დიდი ხანია რაც არსებობს და კარგი მიზეზის გამო. ეს არის ყველაზე პირდაპირი და ეფექტური გზა თქვენს პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად, მათი აღზრდისა და მომხმარებლებად გადაქცევისთვის.

ბევრი ადამიანისაგან გამიგია, რომ თითქოს იმეილ მარკეტინგი საქართველოში არ მუშაობს და თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, რომელიც ასე ფიქრობს, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით.

უბრალოდ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც იმეილ მარკეტინგის არასწორ სტრატეგიებს იყენებენ ან საერთოდ არც იყენებენ და პირდაპირ შავ ბაზარზე ნაყიდ 100 000-ობით გამოუყენებელ და არა აქტიურ ელ. ფოსტის მისამართებზე აგზავნიან პირდაპირ გაყიდვაზე ორიენტირებულ ელ. ფოსტას.

თქვენი აზრით ვინმე ეუბნება პირველ პაემანზე ,,გამომყვები ცოლად?” ეს ხომ სიგიჟეა? საჭიროა ლოგიკური ეტაპობრივი ნაბიჯები ურთიერთობის დასამყარებლად და იმ ეტაპამდე მისაყვანად, რომ ვუთხრათ ,,გამომყევი მე”.

ამ სტატიაში, მე დეტალურად მოგიყვებით ეფექტური იმეილ მარკეტინგის შექმნის მთელ პროცესს, რათა შეძლოთ გაყიდვების გენერირება, 24/7-ზე იმ წყაროდან, სადაც საქართველოში კონკურენცია თითქმის 0-ის ტოლფასია.

ამ საბოლოო სახელმძღვანელოს გამოყენებით, თქვენ გეცოდინებათ:

  1. როგორ დააგროვოთ ელ.ფოსტის გამომწერები (Email Leads).
  2. როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი იმეილ კამპანია
  3. როგორ გავაკეთოთ იმეილის ავტომატიზირება და ვაქციოთ ლიდები ჩვენს კლიენტებად.

მზად ხართ?!

მაშინ მოდით ჩავუღრმავდეთ იმეილ მარკეტინგის ყველაზე ამოუწურავ სახელმძღვანელოს მთელ ქართულ ინტერნეტში.

სარჩევი

რეკლამის ხარჯი: 545$ შემოსავალი 13 775$

გინდა მსავსი შედეგები?

ჩაეწერე უფასო საკონსულტაციო შეხვედრაზე და მიიღე რჩევა პროფესიონალებისაგან.

როდის გამოვიყენოთ იმეილ მარკეტინგი?

ყველაზე გავრცელებული მიზნები იმეილ მარკეტინგის გამოსაყენებლად არის:

  • ურთიერთობების დამყარება: კავშირების დამყარება ლიდებთან პერსონალიზებული იმეილებით.
  • გაზარდეთ ბრენდის ცნობადობა: იმეილ მარკეტინგის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ Cold Email Traffic-ზე თქვენი ბრენდის შესახებ საჭირო ინფორმაციის გაზიარება, კომპანიის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
  • გააპიაროთ თქვენი კონტენტი: გამოიყენეთ ელფოსტა, რათა გაუზიაროთ ბლოგის ან სოც. მედიის კონტენტი თქვენს გამომწერებს.
  • ლიდების გენერაცია: მოხიბლეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, მიაწოდეთ მათ მათთვის სასარგებლო ღირებულების მქონე კონტენტი და სანაცვლოდ გამოართვით თავიანთი ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, ტელეფონის ნომერი და სხვა.
  • თქვენი პროდუქციის გაყიდვა: თქვენი პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაცისათვის იმეილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
  • განავითარეთ ლიდები: გაახარეთ თქვენი მომხმარებლები კონტენტით, რომელიც დაეხმარება მათ თავიანთი მიზნების მიღწევაში.

დაიმახსოვრეთ: თქვენ ხართ სტუმარი მათ ინბოქსში

ხალხი სავსეა შეფერხებებით, უაზრო სპამებით და რეკლამებით. თუმცა შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენი ელფოსტა განსაკუთრებულია. მკითხველისთვის, თქვენი ელფოსტა არის ერთი-ერთი მილიონიდან და თანაც არა კარგი თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ სად ხართ და გამოიყენოთ კარგი მანერები.

სანამ დავიწყებთ, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველთვის საუკეთესო ქცევით იყოთ და გახსოვდეთ… სტუმარი ხართ მათ შემოსულებში.

ახლა, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ეფექტური იმეილ სტრატეგია

როგორ მუშაობს იმეილ მარკეტინგი?

იმეილ მარკეტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამედროვე ციფრული მარკეტინგული ინსტრუმენტი. 

ეფექტური ელ.ფოსტის მარკეტინგული კამპანია მოითხოვს სამ ძირითად ელემენტს:

1. ელ.ფოსტის მისამართების სია

იმისთვის, რომ წარმატებული ელ.ფოსტის კამპანიები განახორციელოთ, გჭირდებათ აქტიური ელფოსტის სია. ეს არის ელექტრონული ფოსტის კონტაქტების მონაცემთა ბაზა, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი თქვენი ბრენდისგან მარკეტინგული კომუნიკაციების მიღების შესახებ.

ელ.ფოსტის სიის შესაქმნელად მრავალი გზა არსებობს. ერთ-ერთი უმარტივესი არის: ფასდაკლებების გაცემა ელ. ფოსტის სანაცვლოდ, უფასო მასტერკლასები, უფასო ელ. წიგნები და რესურსები, ბლოგის გამოწერის შეთავაზება და სხვა.

2. ელ-ფოსტის გამგზავნი სერვის პროვაიდერი

ელ მომსახურების მიმწოდებელი (ESP), ასევე ცნობილი როგორც ელ. მარკეტინგული პლატფორმა, პროგრამა, რომელიც ეხმარება მართოთ თქვენი ელფოსტის სია. ის ასევე ეხმარება იმეილ მარკეტინგის ავტომატური კამპანიების შემუშავებასა და განხორციელებაში.

ESP-ის გამოყენება საშუალებას გაძლევთ ავტომატიზირება მოახდინოთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის ქცევით გამოწვეული მოქმედებებით. ეს საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ მათთან თითოეული ურთიერთობის პერსონალიზირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად გაუმჯობესდება ჩართულობა და კონვერტაციის მაჩვენებლები.

იმეილ პროვაიდერები, რომელსაც მე ვუწევ რეკომენდაციას:

3. მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმეილ მარკეტინგი მრავალი ბიზნეს მიზნის მისაღწევად. მაგალითად:

  • გაყიდვების გაზრდა
  • გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა 
  • დააგენერიროთ ლიდები
  • მომხმარებელთა ურთიერთობის შენარჩუნება
  • გაზარდოთ მომხმარებელთა ლოიალობა

ეფექტური იმეილ კამპანიის განსახორციელებლად, თქვენი ელფოსტის სია, ESP და მიზნები უნდა შეესაბამებოდეს. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა.

პირველი ნაბიჯი არის თქვენი ელ.ფოსტის სიის სეგმენტირება დემოგრაფიის ან მოქმედებების მიხედვით.

შემდეგი, შექმენით ელ.წერილი ან ელ.წერილების სერია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა გააკეთონ რაღაც აქტივობა (თქვენი მიზანი).

და ბოლოს, გამოიყენეთ თქვენი ESP ელფოსტის გასაგზავნად და კამპანიის ავტომატურად მონიტორინგისთვის.

იმეილ მარკეტინგის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მარკეტინგულ არხს, იმეილ მარკეტინგსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

იმეილ მარკეტინგის უპირატესობები

დაფუძნებულია ნებართვაზე

როდესაც კლიენტი განდობთ თქვენ ელ. ფოსტის მისამართს, ეს არის ვირტუალური ექვივალენტი იმისა, რომ მოგცათ მან თავისი სახლის გასაღები. შესვლა ნებართვის მოპოვების გარეშე და არა დაუპატიჟებლად გამოჩენა იწვებს დიდ პრობლემებს და კამპანიის წარუმატებლობას (რასაც ბევრი ქართული კომპანიები აკეთებენ და მერე იძახიან იმეილ მარკეტინგი არ მუშაობს)

გაძლევთ პირდაპირ წვდომას თქვენს აუდიტორიაზე.

შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ლიდებს მათი განრიგის მიხედვით. რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანები ყოველდღიურად ამოწმებენ ელ. წერილებს.

გაძლევთ მეტ კონტროლს

სხვა მარკეტინგული პლატფორმების გამოყენებისას, თქვენ არ ფლობთ იმ პლატფორმას. თუ პლატფორმა შეწყვეტს არსებობას, მთელი თქვენი შრომა იძირება მასთან ერთად.

ელექტრონული ფოსტით, თქვენ ფლობთ სრულ ძალაუფლებას და გაქვთ უფრო დიდი კონტროლი თქვენს გამომწერებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

მეტი პერსონალიზაციის შესაძლებლობები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დემოგრაფიული ან ფსიქოგრაფიული მონაცემები პერსონალიზებული და ჰიპერმიზანმიმართული კამპანიების შესაქმნელად. კვლევა აჩვენებს, რომ სეგმენტირებული და პერსონალიზებული კამპანიები ზრდის შემოსავალს 760 პროცენტით.

არის გაზომვადი

მარკეტინგული კამპანიის ეფექტურობის გაზომვა უმნიშვნელოვანესია, იმეილ მარკეტინგის რეპორტინგის ხელსაწყოების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ უპრობლემოდ გაზომოთ თქვენი კამპანიის შედეგები.

იმეილ მარკეტინგის უარყოფითი მხარეები

თქვენ გჭირდებათ ელ.ფოსტის სია

იმეილ მარკეტინგის უპირატესობის გამოსაყენებლად, თქვენ უკვე უნდა გქონდეთ ელექტრონული ფოსტის სია, რომ თქვენი კამპანიები ეფექტური იყოს.

მიწოდებისა და მიწოდების საკითხები

იმეილები უნდა აგზავნოთ დიდი სიფრთხილით, რადგან არსებობს შანსი, რომ თქვენი ელ. ფოსტა სპამში მოხვდეს.


5 გზა გააორმაგო გაყიდვები 90 დღეში


როგორ შევქმნათ ეფექტური იმეილ კამპანია?

ნაბიჯი 1: შექმენით თქვენი სია

სანამ დაიწყებთ ელ.ფოსტის გაგზავნას, გჭირდებათ ადამიანები, რომლებსაც იმეილს გაუგზავნოთ. როგორ იწყებ სიის შექმნას? დაიწყეთ ბანერის ან ფორმის დამატებით თქვენს ვებსაიტზე, უბრალოდ სთხოვეთ ხალხს გამოწერა. მაგალითად აი ასეთის 🙂

თქვენ ასევე შეგიძლიათ შესთავაზოთ ელექტრონული წიგნი, მასტერკლასი, რეპორტი ან სხვა ჩამოსატვირთი თემფლეითები. 

კონკურსები და საჩუქრები კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა ხალხის დასარწმუნებლად, გაგიზიარონ თავიანთი ელ.ფოსტის მისამართები.

მე ვერ გეტყვით რომელია სწორი ან არასწორი გზა თქვენი ბიზნესისთვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანია გქონდეთ მკაფიო მიზანი ელ. ფოსტის მოთხოვნისას.

ნაბიჯი 2: მიაწოდეთ შესანიშნავი კონტენტი

მას შემდეგ, რაც იმეილ გამომწერებს დააგროვებთ Მათ შესანარჩუნებლად აუცილებელია გქონდეთ უნიკალური და ძალიან საინტერესო კონტენტი. თუ კონტენტის იდეის გენერაცია გიჭირს, არ არის პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ უცხოურ ბაზარზე მსგავს სფეროში მოღვაწე კომპანიების იმეილები გამოიწეროთ და ნახოთ თუ რას აგზავნიან ისინი. შემდგომ ჩამოწეროთ სხვადასხვა კომპანიის კონტენტის უპირატესობები და არაუპირატესობები, გააერთიანეთ ის რაც მოგწონთ და გილოცავთ, ამით თქვენ მიიღებთ თქვენს უნიკალურ კონტენტს.

ნაბიჯი 3: გააკეთეთ იმეილის ავტომატიზაცია

კიდევ ერთი დიდი უპირატესობა, რაც იმეილ მარკეტინგს გააჩნია არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ იმეილ კომპანია თავისი ავტომატიზაციით და ლოგიკური კავშირით. 

რას ვგულისმობ ლოგიკურ კავშირში? ქვედა ილუსტრაციაში თქვენ ხედავთ პირველი ელ. ფოსტის გაგზავნის მერე როგორ იყოფა გზები და გვაქვს 2 გზა. პირველი გზაზე წავა ის მომხმარებელი, ვინც თავდაპირველად მიღებულ ელ. ფოსტას გახსნის, ხოლო მეორე გზით წავა ის მომხმარებელი, რომელიც პირველად მიღებულ ელ. ფოსტას არ გახსნის შემდეგი 1 დღის მანძილზე.

მაგარია არა? ამის გარდა იმეილებში ბევრი სხვადასხვანაირი ლოგიკის გაწერა არის შესაძლებელი.

ეცადეთ იხელმძღვანელოთ AIDA მოდელით. 

Awareness – ამ ეტაპზე თქვენი მიზანია მომხმარებელში აამაღლოთ ცნობადობა, ეს შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრისადმი ცნობადობა, ან უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია რითაც თქვენი გამომწერი დაინტერესდებოდა

Interest – ამ ეტაპის მთავარი მიზანია ინტერესის გაჩენა. ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სხვადასხვა კონტენტის ფორმატის შეთავაზებით, მაგალითად: სტატია, მასტერკლასი ან ელ. წიგნი.

Desire – შედეგი ეტაპია Desire, რომლის მიზანი მომხმარებელში სურვილის წყურვილის გაჩენა, თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ თქვენი კმაყოფილი მომხმარებლების შთაბეჭდილებები სურვილის მონდომების ასამაღლებლად.

Action – ბოლო ეტაპია Action, რომლის მიზანია შეთავაზების გაკეთება, ეს შეიძლება იყოს სპეციალური ფასდაკლება ლიმიტირებული დროით.

ნაბიჯი 4: შედეგების ანალიზი

მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თაქვს უნდა დაუსვათ არის ის, თუ როგორ მუშაობს თქვენი ელ.ფოსტის კამპანიები.

თქვენ ასევე შეიძლება გაინტერესებთ შემდეგი:

  • კონკრეტულად რა უნდა გავზომოთ?
  • როგორ უნდა განვსაზღვროთ კამპანიის წარმატება?
  • როგორ შეგვიძლია მუდმივად ოპტიმიზაცია გავუწიოთ ჩვენს სტრატეგიას?

აუცილებლად თვალყური ადევნეთ თუ რამდენი პროცენტი ადამიანი ხსნის თქვენს მეილებს (Open Rate) დაიმახსოვრეთ იმეილის სათაური არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როდესაც აგზავნით იმეილს.

ფეისბუქის მსგავსად თქვენ აქაც შეგიძლიათ გააკეთოთ ტესტირება. შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა სათაურები ერთმანეთს და ამით იპოვოთ თქვენი იმეილ კამპანიის საუკეთესო ვერსია.

ასევე აუცილებლად თვალყური ადევნეთ კონვერტაციის კოეფიციენტს. კონვერტაციის კოეფიციენტის გამოსათვლელად თქვენ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ უმარტივესი ფორმულით

(რამდენი ადამიანი მივიდა ავტომატური Flow-ს ბოლო ეტაპამდე / მთლიანი ლიდების რაოდენობა, რომელსაც პირველი ელ. ფოსტა გაუგზავნეთ) *100

იმედი მაქვს გამოგადგათ დღევანდელი სტატია. თუ ეს ინფორმაცია თქვენთვის საკმარისი არ იყო, არ ინერვიულოთ  სამომავლოდ პოდკასტსაც ჩავწერ ამ თემაზე და რათქმაუნდა შემოგთავაზებთ სხვა სტატიებს იმეილ მარკეტინგთან დაკავშირებით.