თუ თქვენ გადაწყვიტეთ გამოიყენოთ Facebook რეკლამები თქვენი ბიზნეს მიზნების მისაღწევად, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული რამდენი დოლარი ბიუჯეტი უნდა გამოყოთ ოპტიმალური შედეგების მისაღწევად, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის.

დღევანდელ სტატიაში თქვენ გაიგებთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ განსაზღვროთ მარკეტინგული ბიუჯეტი საუკეთესო შედეგის მისაღებად.

სანამ გავიგებთ იმაზე, თუ რა თანხას უნდა დახარჯოთ ფეისბუქში ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, საჭიროა იცოდეთ რა სახის ბიუჯეტის გადანაწილების მეთოდები და სტრატეგიები გააჩნია Facebook Business Suite-ს. თუ გსურთ დეტალურად გაეცნოთ Facebook-ის ბიუჯეტის ალოკაციის სხვადასხვა ხერხებს იხილეთ სტატია აქ.

სტატიის სარჩევი:


5 გზა გააორმაგო გაყიდვები 90 დღეში


რჩევები იმის დასადგენად, თუ რამდენი უნდა დახარჯოთ თქვენს რეკლამებზე

თუ თქვენ წინა სტატიასაც წაიკითხავდით, ახლა, უკვე როცა იცით, როგორ გამართოთ თქვენი ბიუჯეტი ტექნიკურად Facebook Ads Manager-ში, საჭიროა განსაზღვროთ სწორი ბიუჯეტი თქვენი სარეკლამო კამპანიისთვის, რათა არ დახარჯოთ ზედმეტი. განსაკუთრებით თუ ახალი ხართ სოციალური მედიის რეკლამაში ან გაქვთ მცირე ბიუჯეტი სამუშაოდ, შეიძლება იფიქროთ: „რამდენი უნდა დავხარჯო ფეისბუქის რეკლამებზე? 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ჯადოსნური რიცხვი იმ თანხისთვის, რომელიც უნდა დახარჯოთ, თქვენ უნდა იფიქროთ თქვენს მიზნებზე. თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს მთლიანი შემოსავლის 10-20%-ს. 

 Ხშირ შემთხვევაში მარკეტერები და ბიზნეს მფლობელები ფეისბუქის რეკლამას ბიუჯეტს უყურებენ, როგორც ხარჯად. არადა ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ფეისბუქი აქციოთ ფულის საბეჭდ მანქანად.  წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნურ ფულის საბეჭდ მანქანაში შეგაქვთ 1 დოლარი და გამოგაქვთ 3 დოლარი უკან, ზღაპარს გავს თითქოს არა?

ეს რეალურად შესაძლებელია, მთავარია გქონდეთ ეფექტური რეკლამა, პროდუქტი და აუდიტორია. ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკა, როდესაც ვსაუბრობთ რეკლამიდან შემოსულ შემოსავლებზე არის ROAS (Return On Ad Spent).

ამ მეტრიკით უნდა საზღვრავდეთ თქვენი კამპანიის ეფექუტორაბას თუ თქვენი მთავარი მიზანი პროდუქტის გაყდივაა.

მაგალითად თუ რეკლამიდან 300$ შემოსავალი მოიპოვეთ და დახარჯეთ 100$, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ROAS = 3.

ახლა კი მოდით გადავიდეთ 3 რჩევაზე იმის დასადგენად, თუ რამდენი უნდა დახარჯოთ თქვენს რეკლამებზე.

რჩევა #1: იფიქრეთ იმაზე, თუ სად ხართ გაყიდვების ძაბრში

თქვენი რეკლამის ბიუჯეტის განსაზღვრისას გაითვალისწინეთ თქვენი რეკლამის მიზნები და დანიშნულება და რა ეტაპზეა ისინი რეკლამირებული გაყიდვების ძაბრში(Funnel). 

იქიდან შეგიძლიათ შეიმუშაოთ სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ გსურთ გაანაწილოთ თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი კამპანიებზე ან სარეკლამო ნაკრებებზე.  

ჩემი გაყიდვების ძაბრის გრაფიკა აქ ასევე ასახავს Facebook-ის რეკლამის ობიექტურ კატეგორიებს: ინფორმირებულობა (ნომრები 1-2), განხილვა (ნომრები 3-4) და კონვერტაცია (ნომერი 5). 

როგორც წესი, თქვენ გსურთ გაანაწილოთ თქვენი სარეკლამო ხარჯები რეკლამებზე ამ ეტაპებზე სხვადასხვა ოდენობით, რაც გაზრდის თქვენს შემოსავალს. 

ბიუჯეტის განაწილება რეკლამებისთვის აუცილებლად გაყიდვების ძაბრის მიხედვით უნდა განისაზღვროს. თუ თქვენი ახალი კომპანია ხართ, მაშინ აუცილებელია ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი თქვენს ცნობადობას და პოტენციურ კლიენტებთან ნდობის მოპოვებაში დაიხარჯოს. თუ თქვენი ბიზნესი უკვე დიდი ხანია არსებობს და პოტენციური კლიენტებიც გიცნობენ, მაშინ ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი კონვერტაციაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

რეკლამის ხარჯი: 545$ შემოსავალი 13 775$

გინდა მსავსი შედეგები?

ჩაეწერე უფასო საკონსულტაციო შეხვედრაზე და მიიღე რჩევა პროფესიონალებისაგან.

რჩევა #2: დაიწყეთ მცირე ბიუჯეტით

ეს შეიძლება ცხადი იყოს, მაგრამ არ ჩადოთ თქვენი ყველა კვერცხი ერთ კალათაში.

ფეისბუქზე რეკლამის გაშვებისას თავიდანვე ნუ დახარჯავთ მთლიან ბიუჯეტს, მხოლოდ თქვენს პირველი ან მეორე კამპანიაზე. ამის ნაცვლად, დაიწყეთ მცირე მასშტაბით — მცირე მასშტაბის კამპანიებით ან დაბალფასიანი სარეკლამო კომპლექტებით — რათა თავიდან აიცილოთ ფულის ფლანგვა და შეაგროვოთ წინასწარი მონაცემები თქვენი რეკლამის მუშაობის შესახებ. 

მაგალითად, დაიწყეთ მცირე ბიუჯეტით (დღეში 5$-მდე) მოკლე დროში (ვთქვათ, ერთი კვირა) და ნახეთ, როგორი იქნება თქვენი სარეკლამო კამპანიის შედეგები ამ პერიოდში. 

რჩევა #3: გამოიყენეთ მონაცემები თქვენს სახელმძღვანელოდ

გატესტე, ნუ დაიწებთ მკითხაობას! მოუსმინე ჩემს პოდკასტს და გაიგე 5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვა, თუ წარმატებული კამპანიის შექმნა გსურს. როდესაც რეკლამების გაშვებას იწყებთ, მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენი უნდა დახარჯოთ და გაანაწილოთ თქვენი რეკლამის ბიუჯეტიდან, არის შედეგების მეტრიკა. 

  1. დაწკაპუნების კოეფიციენტი (Click Through Rate) – ეს მეტრიკა გეხმარება მიხვდე თუ რამდენად საინტერესო რეკლამა გაქვს, თუ ეს პროცენტი 1%-ზე მაღალია ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ 0.5%-ზე დაბალია სასწრაფოდ ან რეკლამის ვიზუალი ან აუდიტორია არის დიდი ალბათობით შესაცვლელი.
  2. ერთი შედეგის ღირებულება (Cost Per Result) – ეს მეტრიკა სხვადასხვა ინდუსტრიების და რეკლამის დანიშნულებების მიხედვით განსხვავდება (ანუ არ არსებობს ნორმალური ზღვარი) ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი CPR მუდმივად.
  3. რეკლამის სიხშირე (Frequency) – აკონტროლედ სიხშირის რაოდენობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიაში რეკლამის მობეზრება, რაც ცუდის მომასწავლებელია. ზოგადად Frequency რომელიც 3-ზე მაღალია, ნიშნავს, რომ ან აუდიტორია არის გასანახლებელი ან ვიზუალი და მესიჯი შესაცვლელი. 
  4. შემოსავალი რეკლამის დანახარჯიდან (Return On Ad Spent) – აუცილებლად აკონტროლეთ, თუ რამდენ თანხას ღებულობთ უკან ყოველ 1 დახარჯულ დოლარზე. დაითვალეთ ფინანსურად რამდენია თქვენი მინიმალური ROAS. ჩემს შემთხვევაში ეს საშუალოდ 1.2 – 1.4 არის. 
  5. ღირებულება თითო დაწკაპუნებაზე (CPC) – ეს მეტრიკა გეუბნებათ საშუალოდ რა ჯდება 1 კლიკი თქვენს რეკლამაზე.
  6. კონვერტაციის კოეფიციენტი – კონვერტაციის საშუალო კოეფიციენტი არის 1-დან 2%-მდე (გააჩნია ინდუსტრიას) ეს მეტრიკა გეხმარება მიხვდე საშუალოდ, შენი საიტის ვიზიტორის რამდენი პროცენტი ასრულებს რეგისტრაციას ან შეძენას.
facebook ad budget customize columns ads manager

ამ ყველაფრის მიხედვით, თუ მცირე დახარჯული ბიუჯეტის შედეგები იმედის მომცემია, თქვენ შეგიძლიათ გააფართოვოთ თქვენი სარეკლამო ბიუჯეტი, რათა უფრო მეტი შემოსავალი ნახოთ უმოკლეს დროში. მაგრამ ფრთხილად იყავით ძალიანაც ნუ გაზრდით ბიუჯეტს, რადგან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კამპანიის სამომავლო შედეგებზე.

დასკვნა

მზად ხართ განახორციელოთ ინვესტიცია თქვენს ბიზნესში რეკლამის საშუალებით? ახლა, როდესაც თქვენ იცით, როგორ დააყენოთ თქვენი ბიუჯეტი Facebook Ads Manager-ში და განსაზღვროთ, რა თანხა უნდა დახარჯოთ თქვენს Facebook რეკლამებზე, ვიმედოვნებთ, რომ მზად ხართ დახარჯოთ უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად.

დაიმახსოვრეთ, თქვენ არ გჭირდებათ დიდი ფულის დახარჯვა დაუყოვნებლივ! ჯობია დაიწყოთ მცირეთი და ეტაპობრივად გაზარდოთ, რადგან ჯერ კარგად გაერკვეთ რა მუშაობს თქვენს ინდუსტრიაში. 

იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი სტატია, დააკომენტარეთ ქვემოთ თუ რაზე დავწერო შემდეგი სტატია!

მადლობა ყურადღებისათვის, დროებით <3