თუ თქვენ ხართ მარკეტერი, რომელიც ეძებს რეკლამირების საშუალებებს ინტერნეტ სივრცეში, ალბათ დამეთანხმებით, რომ ფეისბუქზე რეკლამის გაშვება საკმაოდ კარგი ადგილია თქვენი სარეკლამო ბიუჯეტის დასახარჯად.
ფეისბუქი უდაოდ ნომერ პირველ სარეკლამო სოციალურ ქსელად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უკვე წლებია რაც კრიტიკის ხშირი საგანი ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, Facebook-ს ჰყავს 2.91 მილიარდი აქტიური მომხმარებელი და როდესაც თქვენ უშვებთ რეკლამებს Facebook-ზე, არა მხოლოდ ადევნებთ თვალს თქვენს კამპანიას, არამედ გაქვთ შესაძლებლობა გქონდეთ წვდომა ყველაზე ჭკვიან სარეკლამო ალგორითმზე.
Facebook-ი უკვე წლებია ცდილობს ბიზნეს მენეჯერის გამარტივებას, რათა უფრო მეტმა მომხმრებელმა შეძლოს რეკლამის მარტივად გაშვება, თუმცა ამ ყველაფრის და მიუხედავად ბევრმა არ იცის სხვადასხვა საინტერესო ფუნქციონალები.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია (ან მოკლედ CBO).
რა არის CBO?
მოდით, ჩავუღრმავდეთ და უფრო ახლოს დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს ეს სუპერ სწრაფი, ულტრა ჭკვიანი სარეკლამო სისტემა და როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თქვენი შემდეგი კამპანიისთვის.
დღევანდელი სტატიის თემები
რა არის კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია?
ჩემი 4 რჩევა CBO-ს გამოყენებისას
კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიმოხილვა
რა არის კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია?
Facebook-მა შეძლო და შექმნა რეკლამის მიწოდების სისტემის ავტომატიზაცია, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური სუპერ ინტელექტით, რათა დახარჯოს თქვენი დოლარი იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მიიღოთ ყველაზე დაბალი ღირებულება ერთ გაყიდვაზე/შეძენაზე (CPA). ამ ავტომატიზაციას ეწოდება კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია (CBO). CBO-ს საშუალებით თქვენ ადგენთ ერთი ცენტრალური კამპანიის ბიუჯეტს თქვენს ყველა სარეკლამო Ad Set-ში (რეკლამების კომპლექტში) და Facebook აკეთებს დანარჩენს.
ჯერ კიდევ არ მითქვამს საუკეთესო ნაწილი. Facebook ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის რეალურ დროში, ეფექტურად დახარჯავს თქვენს სარეკლამო კომპლექტის ბიუჯეტს, საიდანაც დიდი ალბათობით მიიღებთ მაქსიმალურ ჩართულობას (Engagement), წვდომასა (Reach).
უკეთ, რომ გაიგოთ მაინც რა არის CBO, აქ არის ილუსტრაცია.
ილუსტრაციის მარცხენა მხარეს თქვენ ხედავთ კამპანიის სტრუქტურას CBO-ს გარეშე, რა დროსაც თქვენ გიწევთ ხელით გაუწეროთ თითოუელ Ad Set-ს კონკრეტული ბიუჯეტი, ილუსტრაციის მარჯვენა მხარეს კი არის ჩართული CBO, რა დროსაც FB-ის ჭკვიანი ალგორითმი თავად გასნსაზღვრავს სხვადასხვა Ad Set-ების ბიუეჯეტს უკეთესი შედეგებისათვის.
როგორ გამოვიყენოთ CBO?
ახლა ალბათ ფიქრობთ, როგორ უნდა ჩართოთ ეს ჭკვიანი ალგორითმი, რომელსაც შეუძლია თქვენი დახმარება?
ეს სამართლიანი შეკითხვაა. საქმე ხომ თქვენს სარეკლამო კამპანიას ეხება, რომელზეც ალბათ დიდი დრო დახარჯეთ კრეატივის (რეკლამის) შემუშავებაზე. სწორედ ამიტომ, ალბათ გსურთ გამოიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია, თქვენი ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება.
არ ინერვიულოთ. მე შეგვიძლია დაგეხმაროთ CBO სუპერ ინსტრუმენტის რეალურად დანერგვის პროცესში.
ნაბიჯი 1: ჩართეთ CBO
როდესაც დაიწყებთ ახალ სარეკლამო კამპანიის შექმნას Ads Manager-ში (მას შემდეგ, რაც დაადგენთ თქვენი კამპანიის მიზნებს) თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ჩართოთ კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია.
დაიმახსოვრეთ: ის ჩვეულებრივად თავიდან გამორთულია, ასე რომ თქვენ ხელით უნდა გადართოთ გადამრთველი ხელსაწყოს გასააქტიურებლად.
აი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს რეკლამის მენეჯერში.
ნაბიჯი 2: შეიყვანეთ თქვენი კამპანიის ბიუჯეტი
მას შემდეგ, რაც ჩართავთ CBO-ს, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი ბიუჯეტი. ამ გზით, როდესაც ბიუჯეტის განაწილება დაიწყება, ხელსაწყოს ეცოდინება თქვენი ხარჯვის ლიმიტები.
ასე გამოიყურება რეკლამის მენეჯერში თქვენი კამპანიის ბიუჯეტის შერჩევა. თქვენ გაქვთ 2 არჩევანი: დღიური ბიუჯეტი და მთლიანი საერთო ბიუჯეტი.
მოდით გავშალოთ ეს საკითხიც:
ყოველდღიური ბიუჯეტი – ეს იქნება საშუალო დოლარის თანხა, რომელსაც Facebook ყოველდღიურად დახარჯავს თქვენს სარეკლამო კომპლექტებზე. თქვენი დღიური სარეკლამო ხარჯი ხან ამ რიცხვზე მეტი იქნება, ხან კი ნაკლები. მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ თქვენი საშუალო ხარჯი რჩება ამ დადგენილ თანხაზე ქვემოთ.
მთლიანი საერთო ბიუჯეტი – როდესაც თქვენ განსაზღვრავთ მთლიან საერთო ბიუჯეტს, Facebook არასოდეს დახარჯავს ამ თანხაზე მეტს თქვენი სარეკლამო კამპანიის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე.
ზოგადად მე ყოველდღიურ ბიუჯეტს ვამჯობინებ, უფრო სტაბიულური ხასიათის არის, რაც რეკლამის შედეგზე უკეთესად აისახება.
ნაბიჯი 3: აირჩიეთ თქვენი აუდიტორია
მას შემდეგ რაც აირჩევთ კამპანიის დანიშნულებას, CBO-სა და ბიუჯეტს, დროა აირჩიოთ თქვენი აუდიტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან CBO ეხმარება სისტემის დანიშნულებაა ვის შეუზღუდოს და ვის (რომელ აუდიტორიას) მიაწვდის რეკლამებს და რა ოდენობით.
გახსოვდეთ, აუდიტორიის ზომას აქვს მნიშვნელობა.
თუ აუდიტორიას ზედმეტად ავიწროვებთ, სისტემა გამოტოვებს რეკლამის უფრო მძლავრ დისტრიბუციას და, შესაბამისად, გაანადგურებს ხარისხიანი კონვერტაციების შანსებს.
თუ თქვენი უპირველესი მიზანია ძალიან კონკრეტულ, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გასვლა, უმჯობესია თქვენი ბიუჯეტის ხელით მართვა, ნაცვლად იმისა, რომ ალგორითმი აკეთებდეს თქვენი სარეკლამო კაპანიის ავტომატიზაციას.
CBO-ს უკეთესი პერფორმირებისათვის ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება ბევრი სხვადასხვა აუდიტორიის ვარიაციები გატესტოთ.
მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ ყიდით ბეჭედს, ეცადეთ სხვადასხვა, 4-დან 10 მდე (გააჩნია ბიუჯეტის სიდიდეს) სხვადასხვა აუდიტორიის ვარიაციები გატესტოთ. ეს ყველაფერი CBO-ს სისტემას მისცემს საშუალებას ერთდროულად, რამდენიმე სხვადასხვა აუდიტორიაზე გადაანაწილოს თქვენი მთლიანი ბიუჯეტი მაქსიმალური შედეგის მისაღებად.
აუდიტორიის არჩევის შემდეგ, აირჩიეთ თქვენი სასურველი რეკლამა და დაინახავთ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის ფუნქცია კონვერტაციების გასაძლიერებლად და თქვენი ინვესტიციის ანაზღაურების მისაღებად.
როდის არ უნდა გამოვიყენოთ CBO?
ახლა, როცა იცით, როგორ ჩართოთ CBO, შესაძლოა საკუთარ თავს დაუსვათ რამდენიმე შეკითხვა.
- როდის არ უნდა გამოვიყენო CBO?
- რა მოხდება, თუ არ მსურს ალგორითმს უფლება მივცე მართოს ჩემი შეთავაზება?
- რა გავაკეთო, თუ CBO არ მუშაობს?
ეს შესანიშნავი კითხვებია – მნიშვნელოვანი . თქვენ მართალი იქნებით, თუ ივარაუდებთ, რომ კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის ინსტრუმენტი ყოველთვის არ არის კარგი არჩევანი თქვენი კამპანიისთვის.
აქ არის რამდენიმე ზოგადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება CBO-ს დანერგვამ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს თქვენს რეკლამას, ვიდრე სარგებელი მოახდინოს, როდესაც ახალ კამპანიას ქმნით.
- თუ თქვენ გაქვთ მკაცრი ბიუჯეტები გამოყოფილი რეგიონების, კონკრეტული ქალაქების ან ქვემარკეტების მიხედვით, CBO შეიძლება არ იმუშაოს თქვენს კამპანიის სტრატეგიაში. მაგალითად, რეგიონების მოსახლეობა განსხვავებულია, რაც საბოლოო ჯამში გავლენას მოახდენს თქვენი რეკლამების სავარაუდო პოტენციურ წვდომაზე Facebook-ში.
- CBO-მ შესაძლოა გაანაწილოს თქვენი ბიუჯეტი ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს თქვენი ბიუჯეტის შეზღუდვებს, რადგან CBO ჩვეულებრივ უპირატესობას ანიჭებს აუდიტორიას, რომელსაც აქვს პოტენციური მიღწევის უფრო დიდი შეფასება (ანუ უფრო დიდი აუდიტორიაა). CBO საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც არის მოქნილობა ხარჯებსა და აუდიტორიაში.
- როდესაც გინდათ აუდიტორიების სრულფასოვანი ტესტირება, რომ უკეთ განსაზღვროთ, რომელი აუდიტორია ერგება თქვენს პროდუქტს ან სერვისს CBO-მ შეიძლება ამაში ხელი შეგიშალოთ, რადგან ალგორითმა შეიძლება 1 კონკრეტულ Ad Set-ს მიანიჭოს კამპანიის ბიუჯეტის 70% და 30% მეორეს Ad Set-ს (განსხვავებული აუდიტორიებით). სრულფასოვანი ტესტირებისათვის საჭიროა 2 სხვადასხვა აუდიტორიას ჰქონდეს თანაბარი ბიუჯეტი და ერთნაირი ვიზუალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საშუალება განსაზღვროთ გამარჯვებული ადუიტორია.
ჩემი 4 რჩევა CBO-ს გამოყენებისას
მიუხედავად იმისა, რომ CBO-ს შეუძლია თქვენთვის სარეკლამო პროცესის დიდი ნაწილის ავტომატიზირება, მაინც არსებობს გარკვეული ტაქტიკა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ხელსაწყოსგან მაქსიმალური სარგებელის მისაღებად.
რჩევა #1: როდესაც იყენებთ CBO-ს და გადაწყვეტთ, ჩართოთ თუ არა რეკლამის განთავსების ავტომატიზაცია თუ ხელით აირჩიოთ სად გამოჩნდეს თქვენი რეკლამა, უმჯობესია ეს საქმეც ალგორითმს დაუტოვოთ, რათა თავად გადაწყვიტოს, სად განთავსდეს თქვენი რეკლამები საუკეთესო შედეგის მისაღებად.
იფიქრეთ ამაზე: რაც უფრო მეტს ავტომატიზირებს სისტემა თქვენთვის, მით უფრო მეტს სწავლობს. რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო მეტს შეძლებს თქვენი კამპანიის ოპტიმიზაციას და დაგეხმარება თქვენი მიზნების მიღწევაში.
რჩევა #2: თუ თქვენი კამპანია არ მუშაობს ისე, როგორც გსურთ, შეეცადეთ დაელოდოთ მინიმუმ ერთი კვირა ან მეტხანს, სანამ ცვლილებას განახორციელებთ, განსაკუთრებით თუ დაბალი ბიუჯეტი გაქვთ გამოყენებული.
როგორც წესი, Facebook-ის სისტემას გარკვეული დრო სჭირდება თქვენი კამპანიის შედეგების ოპტიმიზაციისთვის. მიეცით მას ერთი კვირა, რათა თქვენი შედეგები დასტაბილურდეს, როდესაც ისინი სწავლების ფაზიდან გამოვა.
რჩევა #3: როდესაც ROAS საზღვრავთ (თუ არ იცით გამოთვლა დააჭირეთ აქ), თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი ერთი მარტივი მოქმედებით. ზოგადად ROAS ნიშნავს Return On Ad Spent, ანუ რამდენი დოლარი გიბრუნდებათ უკან 1 დახარჯულ დოლარზე საშუალოდ. შემოსავლების გასაზრდელად თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თქვენი Ad Set-ების ROAS (რაც უფრო მაღალია უკეთესია) და გათიშოთ Ad Set-ები, რომლებსაც შედარებით დაბალი შედეგები აქვს ამით თქვენს ყველაზე შედეგიან Ad Set-ებს უფრო ბევრ ბიუჯეტს დაუტოვებთ, რაც ლოგიკურად უკეთესი შედეგის გარანტია იქნება.
რჩევა #4: შეგიძლიათ დააწესოთ დახარჯვის ლიმიტები თითო Ad Set-ზე, რათა გააკონტროლოთ თქვენი კამპანიის ბიუჯეტის განაწილება თქვენს კამპანიის სარეკლამო ნაკრებებს შორის.
კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიმოხილვა
ახლა, როდესაც თქვენ იცით, როგორ გაზარდოთ თქვენი წარმატება Facebook-ის რეკლამით კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციის ფუნქციის გამოყენებით, დროა სცადოთ; შექმენით თქვენი სარეკლამო ნაკრები, დააყენეთ თქვენი ოპტიმიზაცია და ბიუჯეტი, დაჯექით და უყურეთ Facebook CBO ფუნქციას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სარეკლამო მიზნების მიღწევაში და თქვენი ბიზნესის განვითარებაში.