მრავალი ბიზნესი კვლავ აწყდება ონლაინ გაყიდვის გამოწვევებს, რადგან ისინი ვერ ერგებიან თანამედროვე ელექტრონული ბიზნესის მოდელს COVID-19 კრიზისის დროს. Instagram Shop არის ვაჭრობის და მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველზე მარტივი და იაფი ონლაინ პლატფორმა, რაც ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ საჭირო თანამედროვე მოდელს ერგება და ხალხს უმარტივებს მათთვის საყვარელი საგნების შეძენას.
ამ პოსტში შენ შეიტყობ:
- როგორ შექმნა ინსტაგრამის შოპი და გავააქტიურო ის
- როგორ დავაკავშიროთ ინსტაგრამი ჩვენს Facebook გვერდთან
- როგორ დათაგო პროდუქტები შენს პოსტებში
ინსტაგრამის შოპინგის შექმნის დაწყებამდე უნდა დარწმუნდე, რომ შენი ბიზნესი აკმაყოფილებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტს:
- შენ ყიდი ფიზიკურ პროდუქტს.
- შენი ბიზნესი შეესაბამება Instagram- ის სავაჭრო შეთანხმებას და სავაჭრო პოლიტიკას.
- შენი ბიზნესი ფლობს ელექტრონულ კომერციულ ვებსაიტს.
- შენ გაქვს Instagram პროფილი Instagram– ზე და თქვენ ხართ დარეგისტრირებული, როგორც ბიზნესი და არა პირადი პროფილი. თუ არ იცით როგორ გადახვიდე ბიზნეს ანგარიშზე მიყევი ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციებს.
ნაბიჯი 1: აქციე შენი პერსონალური ანგარიში ბიზნეს ანგარიშად
თუ ინსტაგრამი არ გაქვს დარეგისტრირებული, როგორც ბიზნეს ანგარიში, დროა ჩართო.
გარდა ინსტაგრამის შესყიდვების ფუნქციების კვალიფიკაციისა, ბიზნეს ანგარიშებს დამატებით აქვს წვდომა ყველა სახის საინტერესო ანალიტიკაზე, რაც შენი და შენი ბიზნესისათვის საჭირო არის.
ინსტაგრამის ბიზნეს ანგარიშზე გადასაყვანად საჭირო არის შეხვიდე შენი ანგარიშის პარამეტრებში და აირჩიო Switch To Professional Account
ნაბიჯი 2: დაუკავშირდი Facebook გვერდს
შენ ვერ გექნება ინსტაგრამის მაღაზია Facebook გვერდის გარეშე. ასე რომ ახლა დროა დავაკავშიროთ ეს ორი!
1. ინსტაგრამზე გადადი პროფილის რედაქტირებაზე.
2. Public Business-ის შესახებ ინფორმაციის ქვეშ, აირჩიე Page.
3. დასაკავშირებლად აირჩიე შენი Facebook ბიზნესის გვერდი.
4. ტა-და!
ნაბიჯი 3: ატვირთე შენი პროდუქტის კატალოგი
კარგი, ეს ის ნაწილია, სადაც რეალურად ატვირთავ ყველა შენს პროდუქტს. აქ რამდენიმე ვარიანტი გაქვს. შეგიძლია ან ხელით შეიტანო ყველა პროდუქტი Facebook– ის ბიზნესის მენეჯერში, ან ინტეგრირდე უკვე არსებულ ელექტრონული კომერციის პლატფორმასთან (როგორიცაა Shopify ან WooCommerce და სხვა)
1. შედი შენს Facebook Business Suite-ის ანგარიშზე და გადადი Commerce Manager-ში.
2. დააჭირე Get Started და მონიშნე Create a Catalog.
3. მონიშნე შენი ბიზნესისათვის შესაფერისი კატალოგის მიმართულება.
4. აირჩიე კატალოგის ატვირთვის მეთოდი Upload Catalog Info თუ ხელით გსურს პროდუქციის დაკავშირება და Connect Ecommerce Platform თუ ავტომატური ინტეგრაცია გსურს.
5. აირჩიე ბიზნესი, რომელზეც გსურს კატალოგზე წვდომის გაზიარება.
7. დააჭირე Create ღილაკს.
8. დააჭირე Add Items პროდუქციის დასამატებლად
9. დაამატეთ პროდუქტის: მთავარი სურათი, დამატებითი სურათები (სურვილისამებრ), სათაური, აღწერა, ფასი, კონდიცია და სხვა.
10. პროდუქტების დამატების შემდეგ დაუბრუნდი ინსტაგრამის აპლიკაციას, დააჭირე Add Shop ღილაკს და გააგზავნე მოთხოვნა.
ნაბიჯი 4: ჩართე Instagram Shopping
მას შემდეგ, რაც ანგარიშის განხილვის პროცესს გაივლი, დროა დააკავშირო შენი პროდუქტის კატალოგი შენს Instagram მაღაზიასთან.
1. გადადი შენი Instagram პროფილის პარამეტრებში.
2. დააჭირე Business, შემდეგ კი Shopping.
3. აირჩიეთ პროდუქტის კატალოგი, რომლის დაკავშირებაც გსურს.
4. დააჭირე დასრულებას.
ამ ყველაფრის შემდეგ, ატვირთე ფოტო, როგორც ჩვეულებრივი პოსტი.
დააჭირე Tag Products და აირჩიე სასურველი პროდუქტის დათაგვა პოსტში.
ამის შემდეგ შენ გაგიაქტიურდება ინსტაგრამის შოპის ფუნქცია და შეძლებ პროდუქტების დათაგვას პოსტებზე, სთორიში და ლაივებში. თუ ეს პოსტი შენთვის სასარგებლო იყო მოიწონე არ დაგავიწყდეს დალაიქება და ჩემი სოციალური ქსელების გამოწერა.